ხუთშაბათი, 6 ოქტომბერი, 2022

ტრანსფერები – ნაპოლიმ ჯოვანი სიმეონე გაიფორმა და ახალ მეკარესაც იმატებს

spot_img

დრის მერტენსის გალათასარაიში და ანდრეა პეტანიას მონცაში გადასვლის შემდეგ, ნაპოლის ფორვარდის პოზიციაზე მხოლოდ, ნიგერიელი ვიქტორ ოსიმენი შემორჩა. შესაბამისად გუნდში ახალი ფორვარდის მოყვანის საჭიროება უკვე აუცილებლობას წარმოადგენდა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ზაფხულში ნაპოლის რიგებს, ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია შეუერთდა, ხოლო მერტენსის და პეტანიას გარდა გუნდი: კალიდუ კულიბალიმ (ჩელსი), ლორენცო ინსინიემ (ტორონტო, MLS), დავიდ ოსპინამ (ალ-ნასრი) და ალექს მერეტიმ (სპეცია, იჯარით) დატოვეს.

რაც შეეხება ზემოთ აღნიშნული პრობლემის გადაჭრის გზებს, ნეაპოლიტანური გუნდი საკმაოდ დიდი ხხნის მანძილზე ჰელას ვერონას, არგენტინელი ფორვარდი ჯოვანი სიმეონეთი ინტერესდებოდა როგორც იტალიური პრესა წერს, მათ ამ მიზანს მიაღწიეს და სამხრეთ ამერიკელი ფორვარდი ახალ სეზონს, ნეაპოლელთა რიგებში იჯარის წესით დაიწყებს.

ჯოვანი სიმეონეს, ვიქტორ ოსიმენის სახით საკმაოდ სერიოზული კონკურენტი ეყოლება და აქვე გეტყვით იმას, რომ არგენტინელმა ფეხბურთელმა, სერია ა-ს გასულ სეზონში გამართულ 35 მატჩში, 17 გოლის გატანა შეძლო, რაც მისთვის კარიერული რეკორდი გახლავთ.

როგორც ზემოთ გვიწერია, ნაპოლიმ ორი გოლკიპერი, დავიდ ოსპინა და ალექს მერეტი გუნდიდან გაუშვა და ამ მომენტისთვის “პარტენოპეი” პსჟ-ს კოსტა რიკელი მეკარის კეილორ ნავასის დამატებაზე მუშაობს და ასევე იტალიური მედიის ცნობით იგი იტალიაში გადასვლაზე თანხმობას აცხადებს.

და ბოლოს გეტყვით, რომ ნაპოლიმ მეკარის პოზიციაზე, სალვატორე სირიგუ თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა.

ავტორი: სანდრო ლოსაბერიძე

spot_img
spot_img

პოპულარული

spot_img

უახლესი

spot_img

მსგავსი სიახლეები