ხუთშაბათი, 6 ოქტომბერი, 2022

ტრანსფერები – ნაპოლიმ რასპადორის ტრანსფერი დახურა

spot_img

არაერთხელ დავწერეთ იმის თაობაზე, რომ გასული წლებისგან განსხვავებით, ნაპოლის შემადგენლობა წლეულს რადიკალურად შეიცვალა და ამ გუნდში ახალი ერა იწყება.

ამჯერად ლუჩიანო სპალეტის გუნდმა, სასუოლოდან დღევანდელ დღეს ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა იტალიელი ფეხბურთელი, ჯაკომო რასპადორი დაიმატა.

აქვე გეტყვით, რომ რასპადორი იტალიის ნაკრებთან ერთად 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია.

ჯაკომო რასპადორიმ ახალ გუნდთან კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა და ამ ეტაპზე იგი ნაპოლის იჯარის წესით შეურთდება.

სამომავლოდ იტალიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ, ნაპოლიმ ჯამურად 40 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს.

და ბოლოს გეტყვით, რომ ჯაკომო რასპადორის, სასუოლოს რიგებში 82 მატჩში მის ანგარიშზე 18 გოლი და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ავტორი: სანდრო ლოსაბერიძე

spot_img
spot_img

პოპულარული

spot_img

უახლესი

spot_img

მსგავსი სიახლეები