შაბათი, 13 აგვისტო, 2022

ტრანსფერები – მაკარიძე ისევ ლა ლიგა 2-ში ითამაშებს

spot_img

გასული სეზონის ბოლოს, ქართველმა მეკარე გიორგი მაკარიძემ, რომელიც ესპანურ ალმერიაში გამოდიოდა მათი რიგები თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

32 წლის გოლკიპერი კარიერას კვლავ ესპანეთის ლა ლიგა 2-ში გააგრძელებს. კერძოდ იგი პონფერადინას შეუერთდება. გიორგის ამ გუნდში მიწვევის სურვილი, მისმა ყოფილმა მწვრთნელმა ჟოზე გომეშმა გამოხატა, რომელსაც ქართველთან ორ სხვადასხვა კლუბში უმუშავია (რიო ავე და ალმერია).

ქართველს ალმერიაში გატარებული ორი სეზონიდან, პირველ მათგანში გუნდის ნომერ პირველი მეკარის სტატუსი ჰქონდა და მაშინ მათ ლა ლიგაში გადასვლამდე ცოტა დააკლდა და როცა მწვრთნელის გადაწყვეტილებით გიორგიმ სათადარიგო სკამზე გადაინაცვლა და სეზონში მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა, გუნდმა ესპანურ ელიტაში აღზევება შეძლო.

გიორგი ახალ გუნდთან ორ წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ვარჯიშებს ხუთშაბათიდან, 7 ივლისიდან დაიწყებს.

ავტორი: სანდრო ლოსაბერიძე

 

 

spot_img
spot_img

პოპულარული

spot_img

უახლესი

spot_img

მსგავსი სიახლეები