ავსტრიული ვოლფსბერგერის ქართველი ცენტრალური მცველი, ლუკა ლოჩოშვილი, იტალიის სერია ა-ში გადასვლასთან ახლოსაა.
გუშინაც ვწერდით იმის თაობაზე, რომ ჰელას ვერონა, ლუკა ლოჩოშვილის სანაცვლოდ 1.6 მილიონ ევროს იხდის და როგორც ჩანს ამ წინადადებას ავსტრიული მხარე მიიღებს და შესაბამისად იტალიის სერია ა-ში ორი წარმომადგენელი გვეყოლება.
ხვიჩა კვარაცხელია(ნაპოლი) და ლუკა ლოჩოშვილი(ჰელას ვერონა)
გთავაზობთ ვოლფსბერგერის პრეზიდენტი, დიტმარ რიგლერის კომენტარს ლუკა ლოჩოშვილის ტრანსფერის თაობაზე:
რთულია უარი თქვა იმ თანხაზე, რომელიც ვერონამ, ქართველი მცველის სანაცვლოდ შემოგვთავაზა. ჩვენი მიზანი მისი განვითარება და შემდეგ სარფიანად გაყიდვა იყო.
ლუკა ლოჩოშვილმა ავსტრიული გუნდის მაისური, სულ 71-ჯერ მოირგო და მის ანგარიშზე 2 გატანილი გოლია.
და ბოლოს გეტყვით, რომ სერია ა-ს პირველი ტურის მატჩში ჰელას ვერონა საშინაო მატჩში, ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლის შეხვდება და დიდი შანსია, რომ მოედანზე ორი ქართველი ფეხბურთელი ვიხილოთ.
ავტორი: სანდრო ლოსაბერიძე