შაბათი, 13 აგვისტო, 2022

ტრანსფერები – ლევან ხარაბაძე კვიპროსულ პაფოსში ითამაშებს

spot_img

დინამო თბილისის მარცხენა მცველი, ლევან ხარაბაძე, კარიერას კვიპროსულ პაფოსში გააგრძელებს.

საინტერესოა, რომ ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი, ესპანეთის ნაკრების და რეალის ყოფილი მარჯვენა მცველი, მიჩელ სალგადოა, ხოლო გუნდის ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე, ასევე ყოფილი ესპანელი ფეხბურთელი, გაისკა მენდიეტა მუშაობს.

22 წლის ქართველი მცველი, ახალ გუნდში 5 ნომრიან მაისურს მოირგებს.

აქვე გეტყვით, რომ მხარეებს შორის რამდენ წლიანი კონტრაქტი გაფორმდა ჯერჯერობით უცნობია.

ლევან ხარაბაძისთვის კვიპროსული პაფოსი, პირველი ევროპული გუნდი არ იქნება, რადგან 2019-20 წლების სეზონი მან შვეიცარიაში, ციურიხის შემადგენლობაში იჯარის წესით გაატარა.

ისე კი ახალგაზრდა მცველი დინამო თბილისის სკოლის აღზრდილი გახლავთ.

ავტორი: სანდრო ლოსაბერიძე

 

 

 

 

 

 

 

spot_img
spot_img

პოპულარული

spot_img

უახლესი

spot_img

მსგავსი სიახლეები