ლივერპულის გერმანელ მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს, საკუთარ გუნდში ბაიერნის გერმანელი შემტევი ფეხბურთელის, ლეროი სანეს ხილვა სურს.
ამ ინფორმაციას 90min ავრცელებს, თუმცა ჯერჯერობით ლივერპულს, ბაიერნისთვის არანაირი წინადადებით არ მიუმართავს.
26 წლის, ლეროი სანესთვის, ინგლისური ფეხბურთი უცხო არ გახლავთ, რადგან იგი 2016-2020 წლებში, მანჩესტერ სიტის შემადგენლობაში თამაშობდა.
ლეროი სანეს სტატისტიკა და ტიტულები მანჩესტერ სიტიში
სტატისტიკა ყველა ტურნირზე: 134 მატჩი, 37 გოლი, 46 საგოლე გადაცემა
ტიტულები: ინგლისის პრემიერლიგა – 2, ინგლისის ლიგის თასი – 2, ინგლისის ასოციაციის თასი – 1, ინგლისის სუპერთასი – 2
ლეროი სანეს სტატისტიკა და ტიტულები ბაიერნში
სტატისტიკა ყველა ტურნირზე: 91 მატჩი, 25 გოლი, 28 საგოლე გადაცემა
ტიტულები: გერმანიის ბუნდესლიგა – 2, გერმანიის სუპერთასი – 2, უეფას სუპერთასი – 1, საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი – 1
ავტორი: სანდრო ლოსაბერიძე