შაბათი, 13 ივლისი, 2024

სლოვენია-დანია: Logicbet-ის პროგნოზი

spot_img

სლოვენია-დანია

  • სლოვენიის სავარაუდო შემადგენლობა (4-4-2): ობლაკი, კარნიჩნიკი-ბლაჟიკი-ბიოლი-იანჟა, სტოიანოვიჩი-ელშნიკი-შერინი-მლაკარი, შეშკო-შპორარი
  • მთავარი მწვრთნელი მატიაჟ კეკი.

ორივე ნაკრები კარგად იცნობს ერთმანეთს.საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთ ჯგუფში მოხვდნენ და ორივემ 22-22 ქულა დააგროვა, მაგრამ ურთიერთშეხვედრების ხარჯზე პირველ ადგილზე დანია გავიდა რომელმაც ლუბლიანაში 1-1 ითამაში შინ კი კოპენჰაგენში 2-1 იმარჯვა. სლოვენია ისტორიაში მეორედ მოხვდა ევრო ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე. პირველი მცდელობა 2000 წელს წარუმატებელი და უქულო გამოდგა, ახლა კი შედარებით უკეთ გამოიყურებიან, ბოლო 6 მატჩიდან 5 მოიგეს მათ შორის პორტუგალიასთან და საქართველოსთან. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ის ერთი ფრე მალტასთან ითამაშეს, ბოლო წაგება კი სწორედ დანიის ნაკრებთან აქვთ. მათი მთავარი იმედი კი 21 წლის ლაიპციგის თავდამსხმელი შეშკო იქნება.

  • დანიის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა (3-5-2): შმეიხელი, ანდერსენი-კერ-კრისტენსენი, მელე-ერიქსენი-ხოიბერგი-დილეინი-კრისტენსენი, ვინდი-ხოილუნდი
  • მთავარი მწვრთნელი კასპერ ჰიუმლანდი

დანიის ნაკრები როგორც ყოველთვის საშუალოზე მაღალი კლასის გუნდია, მათ 32 წლის წინ სასწაულებრივი გამარჯვებაც კი მოიპოვეს ევროპის ჩემპიონატზე, წინა ევროზე ნახევარფინალში დამარცხდნენ ინგლისთან დამატებით დროში. წელს კი რევანშის ასაღებად ემზადებიან.

ძალიან საინტერესო შეხვედრაა, იქიდან გამომდინარე, რომ თუ ინგლისს ჩავთვლით ჯგუფის ლიდერად მეორე მესამე ადგილისთვის დიდი ბრძოლა იქნება, რადგან კიდევ ერთი თანაბარი ნაკრები ყავთ ჯგუფში სერბეთის სახით.

ვფიქრობ, რომ დანია ბევრად გამოცდილია და ყველაფრის მიუხედავად, დღეს მაინც მოიპოვებს სამ ქულას, ექნებათ ფლანგიდან შეტევები როგორც ეს მოხდა საკვალიფიკაციო ეტაპზე რის ხარჯზეც 2 მატჩი ჯამში 18 კუთხური მოაწოდა დანიამ, ასევე მათ გასაჩერებლად სლოვენიას მოუწევს პატარ პატარა ჯარიმების აღებაც.

Logicbet-ის პროგნოზი:

1. დანიის მოგება
2. სლოვენიის 11.5-ზე მეტი ჯარიმა
3. დანიის 5.5-ზე მეტი კუთხური
4. ჰოილუნდი გაიტანს

დასაწყისი 20:00

spot_img
spot_img

პოპულარული

spot_img

უახლესი

spot_img

მსგავსი სიახლეები