კვირა, 25 თებერვალი, 2024

რომელი ქართველი სპორტსმენები იასპარეზებენ ხვალ, 3 აგვისტოს,იხილეთ სტატიაში

spot_img
2 აგვისტოს მერვედფინალიდან შეუდგა ასპარეზობას 23-წლამდელებში მსოფლიოს ჩემპიონატების ვერცხლის და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გიორგი მელია (97 კგ). 24 წლის ქართველ ფალავანს პირველ მეტოქედ რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი, მსოფლიოს ორგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონი მუსა ევლოევი ჰყავდა. სამწუხაროდ, ქართველი ფალავანი დებიუტშივე დამარცხდა (1:3), მაგრამ მეტოქის ფინალში გასვლამ მელიას ბრინჯაოსთვის ბრძოლის შანსი მისცა.
3 აგვისტოს, რეპეშაჟში მელიას მეტოქე უნგრელი ალექს გერგო ჟოკე ხვალ ხალიჩაზე ასევე გავლენ რამაზ ზოიძე (67 კგ) და ლაშა გობაძე (87 კგ).
ზოიძე ოლიმპიურ ნათლობას რიოს თამაშების და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონთან, კუბელ ისმაელ ბორერო მოლინასთან შეხვედრაში მიიღებს, მსოფლიოს ჩემპიონი და ბრინჯაოს პრიზიორი, ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი გობაძე კი ასპარეზობას მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის და ბრინჯაოს მედლის მფლობელ უზბეკ რუსტამ ასაკალოვთან შეხვედრით შეუდგება.
ხვალ მძლეოსანთა ოლიმპიურ საკვალიფიკაციო შეჯიბრებაში ჩაერთვებიან სამხტომელი ლაშა ღულელაური და ბირთვის მკვრელები – ბენიკ აბრამიანი და გიორგი მუჯარიძე.
spot_img
spot_img

პოპულარული

Logicbet-ის დღის ბილეთი #1

Logicbet-ის დღის ბილეთი #2

Logicbet-ის დღის ბილეთი #1

Logicbet-ის დღის ბილეთი #1

Logicbet-ის დღის ბილეთი #2

spot_img

უახლესი

Logicbet-ის დღის ბილეთი #1

Logicbet-ის დღის ბილეთი #1

Logicbet-ის დღის ბილეთი #2

Logicbet-ის დღის ბილეთი #1

Logicbet-ის დღის ბილეთი #2

spot_img

მსგავსი სიახლეები