ორშაბათი, 24 ივნისი, 2024

როგორ გავაანალიზოთ სწორად საფეხბურთო თამაშების პროგნოზი?

spot_img

ფსონის გაკეთება, მხოლოდ გუნდის სახელზე და კოეფიციენტზე დაყრდნობით, განწირულია მარცხისთვის. ნებისმიერი მოთამაშის პირველი ამოცანაა სიღრმისეული გარჩევის გარეშე გამორიცხოს არასასურველი ფსონები. დაწვრილებით გააარჩიოს, როგორ გაანალიზოს საფეხბურთო ფსონები. აქვე შეგახსენებთ, რომ პარალელურად მოთამაშემ უნდა შეადგინოს საკუთარი დადებული ფსონების სტატისტიკა და რეგულარულად გაარჩიოს ყველა შეცდომის მიზეზი, მოგების რაოდენობა, ტურნირებისა და ფსონის სახეობების მიხედვით.

სიტუაციური ანალიზი
სათამაშო ხაზის გამოჩენისთანავე, მოთამაშემ უნდა შეადგინოს პირველი ლოგიკური ხედვა თამაშის შედეგზე, გააკეთოს ჩანიშვნები და ჩაატაროს კოეფიციენტების ანალიზი, ხოლო თამაშის უფრო სიღრმისეულ გარჩევას შეუდგეს, დაწყებამდე 10-12 საათით ადრე, როდესაც ყველა საჭირო ინფრომაცია უკვე ხელმისაწვდომია. საქმის გასამარტივებლად საჭიროა წინასწარ შეადგინოთ სტატისტიკური და ინფორმაციული საიტების ბაზა, საიდანაც შეგიძლიათ მიიღოთ საჭირო ინფორმაცია. გამოყენებული საიტები სასურველია მოთამაშემ დაიმახსოვროს და რეგულარულად განაახლოს, რადგან რაც ფართოა სივრცე მით მეტი ინფორმაციაა მსჯელობისთვის. არ არის აუცილებელი მოიცვათ ყველა თამაში, გამოცდილმა მოთამაშემ იცის როდის და რომელ თამაშზე გააკეთოს ფსონი, ხოლო დამწყებთათვის რჩევაა გამოყონ მათთვის საინტერესო რამოდენიმე თამაში და კონცენტრირდნენ მათზე.Logicbet-ი გირჩევთ უფრო სიღრმისეული გარჩევისთვის შეჯერდეთ დღეში ხუთ თამაშზე, ეს სავსებით საკმარისია დასახული გეგმის შესასრულებლად.

შემადგენელი ანალიზი
სასურველი რაოდენობის თამაშების არჩევის შემდგომ შევუდგეთ მათ საფუძვლიან ანალიზს, რაც თავისმხრივ იყოფა რამოდენიმე ეტაპად:

1. გუნდების მიმდინარე მდგომარეობა ცხრილში და სატურნირო მოტივაცია. ვინ არის ცხრილში უფრო მაღლა და ვის უფრო სჭირდება ქულები? ეს არის ორი სხვადასხვა მოსაზრება. ხდება ისე, რომ ახლანდელ აუტსაიდერს ქულები უფრო სჭირდება ვიდრე ლიდერს, ამიტომ ყურადღებით მოვეკიდოთ ამ საკითხს.

2. გუნდის მდგომარეობა. სტანდარტულად ფასდება ბოლო ხუთი თამაშის მიხედვით, თუ კლუბმა აქედან 4-ჯერ მოიგო და ერთხელ ფრედ დაამთავრა, ნიშნავს რომ გუნდი ფორმაშია. მაგრამ აქვე უნდა შეფასდეს მოწინაამღდეგე გუნდის ძალა და ამ თამაშის სტატუსი. ცალკე უნდა შეფასდეს ამ გუნდების საშინაო და საგარეო თამაშები.

3. მოწინაამღდეგეების ურთიერთშეხვედრები. ეს ის საჭირო ინფრომაციაა რომელიც მნიშვნელოვანია ანალიზისთვის, აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ გუნდების შემადგენლობა ხშირად იცვლება, ამიტომ ანალიზისთვის უკეთესია გამოვიყენოთ ბოლო ორი-სამი სეზონის ურთიერთშეხვედრები.

4. თამაში ლიდერებთან, საშუალოებსა და აუტსაიდერებთან. საკამათო საკითხია რომელიც ასევე გასათვალისწინებელია ცხრილში სხვადასხვა ადგილზე მყოფი გუნდების შეხვედრისას. არიან გუნდები,რომლებიც სტაბილურად კარგად თამაშობენ ლიდერებთან და უჭირთ საშუალო გუნდებთან თამაში, ამის ნათელი მაგალითია: “ლივერპული”2016-2017 წლების სეზონი.

5. ბუკმეიკერების განლაგება. არ იქნება მიზანშეწონილი სრულად ვენდოთ ბუკმეიკერებს, მაგრამ არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოთ თავდაპირველი კოეფიციენტები და ხაზის მოძრაობა. სასურველია თვალი ვადევნოთ კოეფიციენტების ცვლილებას თამაშის დაწყებამდე, რადგან ეს გვაძლევს საშუალებას შევადაროთ რამდენად ემთხვევა ბუქკმეიკერების მოსაზრება ჩვენსას.

6. დანაკარგი გუნდის შემადგენლობაში. ტრამვები, დისკვალიფიკაცია, ტრანსფერები, ნაკრებში გამოძახება, პირადი პრობლემები, ეს ის მიზეზებია რომლის გამოც გუნდის წევრებმა შეიძლება ვერ მიიღონ თამაშში მონაწილეობა. აუცილებლად იმოქმედებს თამაშის მსვლელობასა და მის შედეგებზე. ლიდერის არ ყოფნამ შეიძლება აიძულოს გუნდი შეცვალოს ტაქტიკა.

7. კლუბებისა და ქომაგების ურთიერთობა. პრინციპული მოწინაამღდეგეები თუ კარგი მეგობრები- ამაში ნამდვილად არის სხვაობა! ისტორიას ახსოვს არაერთი შემთხვევა როდესაც მეგობარი კლუბები დახმარებიან ერთმანეთს ურთიერთშეხვედრებისას ქულების აღებაში. პრინციპულ მოწინაამღდეგეებში ყურადღება ექცევა ყვითელ და წითელ ბარათებს. მაგალითად, მილანი-ინტერის თამაშის დროს, წითელი ბარათით ვერავის გააკვირვებ.

8. სტატისტიკური მონაცემები. სტატისტიკური მონაცემები არის ძალიან ფართო და მათთან მუშაობა არის აუცილებელი თამაშიდან ლოგიკური დასკვნის გამოსატანად. სტატისტიკური მონაცემებით ბევრი ითქმება. გუნდების უკანასკნელი თამაშების სტატისტიკური მონაცემების დათვალიერებისას ყურადღება მიაქციეთ შეტევების რაოდენობას,ბურთის ფლობის პროცენტულობას,კარში დარტყმებს, კუთხურებს, ყვითელ ბარათებსა და ჯარიმებს, ასევე დროს, თამაშის რომელ მონაკვეთშიც გუნდებს გააქვთ ყველაზე მეტი გოლი.

9. მსაჯი და მისი სტატისტიკა. მსაჯი-არის მთავარი მოედანზე, ამიტომ დიდი ყურადღება ექცევა მისი გაფრთხილებისა და გაძევების სტატისტიკას, აგრეთვე მისი მსაჯობის დროს თამაშის საბოლოო შედეგებს.

10. ამინდი და სათამაშო მოედნის მდგომარეობა. თუ ქალაქში ძლიერი წვიმიანი ამინდია გამოცხადებული და მოედანზე არ არის დამონტაჟებული სახურავი, გუნდები დიდი ალბათობით ვერ ითამაშებენ ნაყოფიერად.

ტოტალური ანალიზი არ იძლევა გარანტიას, რომ ის უეჭველად გაამართლებს, მაგრამ დაგეხმარებათ გაფილტროთ ზედმეტი ფსონები და შეაფასოთ თქვენი, როგორც ანალიტიკოსის ძალები. ნუ ჩაიქნევთ ხელს მარცხის შემთხვევაში, რადგან ეს იქნება მიზეზი იმისთვის რომ იმუშაოთ საკუთარ შეცდომებზე. ყურადღებით შეისწავლეთ რამ და რატომ შეუშალა ხელი თქვენს პროგნოზს და თუ ეს სისტემატიურად განმეორდება შეიტანეთ ცვლილებები ანალიზის სისტემაში.

spot_img
spot_img

პოპულარული

spot_img

უახლესი

spot_img

მსგავსი სიახლეები