შაბათი, 2 მარტი, 2024

რეალი-ლივერპული: (ლოგიკური პროგნოზი)

spot_img

”ცა მადრიდის თავზე მაღალია, უღრუბლო, ნამდვილად ესპანური, – მასთან შედარებით, იტალიელი ჩამქრალი ჩანს, – და ჰაერი ისეთია, რომ მისი სუნთქვა სიამოვნებაა. სიცხე და სიცივე მყისიერად ცვლის ერთმანეთს. ” – ასე აღწერა ერნესტ ჰემინგუეიმ მადრიდი თავის ნაშრომში “ტრაქტატი მკვდრების შესახებ“. ხოლო როგორ დაინახავენ მადრიდს კლოპი და მისი გუნდი დამოკიდებული იქნება დღევანდელ შედეგზე. ამ შეხვედრისგან ველით ყველაფერს და არაცერთი შედეგი მოულოდნელი არ უნდა იყოს, თუ გავითვალისწინებთ ორივე გუნდის დღევანდელ მდგომარეობას.

ლოგიკურად ლივერპულს პრემიერლიგაში 4-ეულში მოხვედრის შანსები ფაქტიურად აღარააქვს, მაგრამ ლიგაზე მათი თამაში აშკარად განსხვავდება. ასევე წინა შეხვედრაში მათ არსენალთან აუცილებელი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს სტუმრად 0-3, რაც მათ თავიანთი თავის რწმენას კიდევ უფრო გაუღვივებს, მითუმეტეს რომ შინ ენფილდზე ის მუხტი დაკარგულია ქომაგების გარეშე, რაც თითოეულ მათ მოწინააღმდეგეს ფსიქოლოგიურად აზანზარებდა განურჩევლად მრწამსისა, კანის ფერისა თუ წარმოშობისა. ასე რომ დღეს მათ სტუმრად მინიმუმ გოლი სჭირდებათ, თუ გავითვალისწინებთ პრემიერლიგის სტატისტიკას მათ გასვლაზე უკეთესი მაჩვენებელი აქვთ წელს(26ქულა 29:18 ბურთები) და ასევე იყო ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც.( 7 ქულა 7-1 ბურთები და აქვე დავძენ რომ 1-1 ბოლო მატჩი მიდტიულანდთან)

რა შეიძლება ითქვას ამ სეზონის მადრიდის რეალზე?! აშკარად მოუმატეს ლა ლიგაში და 3 ქულამდე შეამცირეს ატლეტიკოსთან სხვაობა, მაგრამ ეს ის რეალი აღარაა რომ დაფრინავდა და ყველა მოწინააღმდეგეს მარტივად რომ უგებდა. დღეს თითოეული ქულისთვის, მათ ბოლომდე უწევთ დახარჯვა და მათი გამარჯვებებიც ისეთი დამაჯერებელი აღარაა როგორიც ადრე იყო. მათ არ გაუმართლათ კალენდარშიც რადგან შემდეგი თამაში ელ კალსიკოა და შემდეგ ისევ ლიგა ენფილდზე. ლიგის ჯგუფური ეტაპიდანაც ბოლო ტურში გადაწყდა მათი გასვლა, ასე რომ აშკარად მძიმე თამაში ელით და ბენზემას მოუწევს თავის თავზე აიღოს ლიდერის ფუნქცია, მთავარი კი ისაა თუ როგორ გაუმკლავდება ამხელა პასუხისმგებლობას.

შეხვედრის მთავარი არბიტრი გერმანელი ფელიქს ბრიხია,რომელმაც ბოლო ორი მატჩი ჯერ ლიგაზე ატლეტიკო-ჩელსი იმსაჯა სადაც ინგლისელებმა 0-1 იმარჯვეს, ხოლო ბოლოს მილანი-მანჩესტერი უეფაზე აქაც ინგლისელებმა 0-1 მოიგეს. ლოგიკურად რომ შევხედოთ, დღესაც ინგლისური კლუბი თამაშობს რომლის მწვთნელიც გერმანელი იურგენ კლოპია.

ლოგიკური პროგნოზი:

  1. ლივერპულის მოგება

დასაწყისი თბილისის დროით: 23:00 საათი

 

 

spot_img
spot_img

პოპულარული

spot_img

უახლესი

spot_img

მსგავსი სიახლეები