ორშაბათი, 24 ივნისი, 2024

რაჰიმს “რეალში” უხმობენ

spot_img

ინგლისის ნაკრების ნახევარმცველმა რაჰიმ სტერლინგმა შესაძლოა ამ ზაფხულს “მაჩესტერ სიტი” დატოვოს.

The Athletic-ცნობით, 26 წლის ფეხბურთელის შეძენით მადრიდის “რეალია” დაინტერესებული. ფეხბურთელი ძალიან უკმაყოფილოა “სიტიში” თავისი მდგომარეობით.

“ქალაქელების” მთავარ მწვრთნელს პეპ გვარდიოლას არ სურს სტერლინგის გაშვება. ის ფიქრობს, რომ რაჰიმი და ბერნარდო სილვა შეძლებენ უკმაყოფილების გაქარვებას და ისევ მაღალ დონეზე თამაშს.

ფეხბურთელს კონტარქტი ორ წელიწადში ეწურება. კლუბი აპირებს მის გახანგრძლივებას და იმედი აქვთ, რომ ფეხბურთელს ეს პირობა სხვა კლუბში გადასვლას გადააფიქრებინებს.

 

 

spot_img
spot_img

პოპულარული

spot_img

უახლესი

spot_img

მსგავსი სიახლეები