შაბათი, 2 მარტი, 2024

ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსის მეორე წრეშია

spot_img

ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ღია პირველობაზე – როლან გაროსზე პირველი შეხვედრა ჩაატარა და მეორე წრეში თამაშის უფლება მოიპოვა.

მსოფლიოს რეიტინგში 31-ე ადგილზე მყოფი ქართველი ჩოგბურთელი სერბ დუშან ლაიოვიჩს დაუპირისპირდა და ოთხ სეტში დაამარცხა, ანგარიშით 6:4, 6:3, 0:6, 6:2. მეორე წრეში ბასილაშვილს ესპანელი მეტოქე ეყოლება – კარლოს ალკარასი ან ბერნაბე საპატა მირალიესი.

ნიკოლოზ ბასილაშვილისგან განსხვავებით, როლან გაროსის პირველი წრე წარუმატებელი აღმოჩნდა ეკატერინე გორგოძისთვის. 29 წლის ჩოგბურთელმა, რომელიც ძირითად ბადეში საკვალიფიკაციო ტურნირის დაძლევის შემდეგ მოხვდა, დანიელ კლარა ტაუსონთან წააგო – 4:6, 2:6.

 

 

 

https://www.radiotavisupleba.ge/a/31283031.html

 

spot_img
spot_img

პოპულარული

spot_img

უახლესი

spot_img

მსგავსი სიახლეები