შაბათი, 13 აგვისტო, 2022

მუდამ გახსოვდეს საყვარელი ადამიანები. თუ ისინი ცოცხლობენ, სანამ ჩვენ გვახსოვს” – გიორგი წიტაიშვილი

spot_img

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა გულშემატკივრებს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მიმართა. გიორგიმ მისი ბაბუა ბორის კვარაცხელია გაიხსენა:
“უცნობი ისტორია ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრის შესახებ.

ბაბუაჩემი ბორია. პოსტს მის ხსოვნას ვუძღვნი. პასპორტით, მისი დაბადების დღე 20 ნოემბერს აღინიშნება, თუმცა რეალურ ცხოვრებაში გვთხოვდა, მილოცვები 18 ნოემბერს მიეღო.

ჩვეულებრივ, მამაკაცები ცოტას საუბრობენ და ბევრს აკეთებენ. ეს იყო ის, რასაც ბაბუაჩემი აკეთებდა.

ის ყოველთვის ცდილობდა, დრო გამოენახა ჩემთვის, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს მუშაობდა, რათა ოჯახი ერჩინა. მისი წყალობით მივიღე პირველი ბუცები და ახალი ტელეფონი. ყოველთვის ცდილობდა, რომ თავი ისე მეგრძნო, როგორც სხვა ბიჭებს. მათ ჰქონდათ საშუალება ეყიდათ ყველაფერი, რაც სურდათ – მე არა.
ბაბუ ყველაფერს აკეთებდა, რომ ფინანსურად არ გამჭირვებოდა, რათა მთლიანად სპორტზე მეფიქრა. ის იყო ადამიანი, რომელმაც დიდი ფინანსური დახმარება გამიწია, როცა კიევში პირველად ჩავედი.

შეიძლება ითქვას, რომ ის ჩემი ცხოვრებით ცხოვრობდა. ბაბუ ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყო.

მუდამ გახსოვდეს საყვარელი ადამიანები. თუ ისინი ცოცხლობენ, სანამ ჩვენ გვახსოვს,” – წერს გიორგი წიტაიშვილი

spot_img
spot_img

პოპულარული

spot_img

უახლესი

spot_img

მსგავსი სიახლეები