შაბათი, 13 აგვისტო, 2022

“მილანი” ევროტურნირებზე ჯუნიორ მესიასის წყალობით რჩება…

spot_img

“მილანი” ევროტურნირებზე ჯუნიორ მესიასის წყალობით რჩება. 10 წლის წინ ბრაზილიელი მუშაობდა მშენებლად, მტვირთავად და კურიერად 🚛 ეს არის ისტორია, რომლის შემდეგაც ფეხბურთის საოცრებებს დაიჯერებთ 💫 ჯუნიორ მესიასი 2011 წელს წავიდა იტალიაში თავისი ძმის კვალზე სამსახურის საძებნად, რომელმაც ბრაზილია იქამდე რამდენიმე წლით ადრე დატოვა. მესიასმა მუშაობა საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზიაში დაიწყო – მის ცხოვრებაში იმ დროს არავითარი პროფესიონალური ფეხბურთი არ არსებობდა. მესიასი შაბათ-კვირას პერუს ერთ-ერთ საერთო საცხოვრებლის სამოყვარულო გუნდში თამაშობდა. ერთხელაც ის ყოფილ ფეხბურთელმა ეზიო როსსიმ შეამჩნია, მოიწვია თავის კლუბში და შემდეგ მესიასის კარიერამ სწრაფად დაიწყო განვითარება. “სიტა დი ვარეზე”, “კიერი”, “გოცანო”, “კროტონე” და ბოლოს დაქირავება “მილანში”. “ატლეტიკოსთან” თამაში ჯუნიორისთვის სეზონში მესამე იყო, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე პირველი. მისმა გოლმა მილანური კლუბს დაუტოვა შანსი საბრძოლველად. ასე რომ, როსონერისთვის ის ნამდვილი “მესი”ასი გახდა, თუნდაც მხოლოდ ერთი ღამით 🐐 “ეს გოლი ამ მომენტისათვის ყველაზე დიდი მიღწევაა ჩემს კარიერაში, ეს იყო საუკეთესო ღამე კარიერაში, მაგრამ იმედი მაქვს, არა საბოლოო” – თქვა ჯუნიორმა თამაშის შემდეგ. ასეთი ისტორიების გამო გვიყვარს ჩემპიონთა ლიგა 😍

  • 2011 – სამოყვარულო კლუბები
  • 2016 – სერია D
  • 2018 – სერია C
  • 2019 – სერია B
  • 2020 – სერია A  – სადებიუტო გოლი ჩემპიონთა ლიგაზე

თორნიკე მალაზონია

spot_img
spot_img

პოპულარული

spot_img

უახლესი

spot_img

მსგავსი სიახლეები