შაბათი, 2 მარტი, 2024

მესის ჭირდება “ბარსა”, როგორც “ბარსას” მესი – ხავი

spot_img

“ალ-სად”-ის მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ მესის სიტუაციაზე ისაუბრა.

“გარკვეული საბაზრო პირობებია და უნდა დაველოდოთ, როდის დამთავრდება ეს ყველაფერი. მე როგორც ვიცი, მესი ესაუბრება “ბარსელონას” და მის პრეზიდენტს.

მე, მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. მე, როგორც მისი მეგობარი და “ბარსელონას” ფანი, ვისურვებდი  გაეგრძელებინა კლუბის სახელით თამაში. იმედი მაქვს, ძალიან მალე განაცხადებს ამის შესახებ.

მე, რომ ფსონს ვდებდე, ავირჩევდი ვარიანტს, რომ მესი რჩება, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ლეოს ჭირდება “ბარსა”, როგორც “ბარსას” ლეო. ის იქ ბედნიერია, მან იქ გაატარა მთელი თავისი ცხოვრება” – განაცხადა ხავიმ.

 

spot_img
spot_img

პოპულარული

spot_img

უახლესი

spot_img

მსგავსი სიახლეები