შაბათი, 13 აგვისტო, 2022

ლეო მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია და ყოველთვის უნდა იყოს სტადიონზე – დი მარია

spot_img

დი მარია მესიზე: ლეო მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია და ყოველთვის უნდა იყოს სტადიონზე. ის სხვებისგან განსხვავდება. “პსჟ”-ს ნახევარმცველი ანხელ დი მარია საუბრობს შემტევ ტრიოზე, რომელსაც მესი, ნეიმარი და კილიან მბაპე წარმოგვიდგენს. “პასუხის გაცემა არც ისე მარტივია. როდესაც თქვენ გყავთ სამი ასეთი ფეხბურთელი, პირველ რიგში ეს ტრიო მთავარ შემადგენლობაში უნდა გამოვიყვანოთ, რადგან ისინი სტადიონზე საუკეთესოები არიან. ისინი არიან, როგორებიც არიან და მათ მოიგეს რაც მოიგეს. ეს აძლევთ მათ ამ სტატუსს. მაგრამ ლეო განსხვავდება სხვებისგან. ის საუკეთესო ფეხბურთელია მსოფლიოში და ყოველთვის უნდა ასპარეზობდეს სტადიონზე. რაც შემეხება მე – ვცდილობ ყოველთვის 100 პროცენტით დავიხარჯო, რადგან მივიღო უფლება ვითამაშო სასტარტო შემადგენლობაში. მესმის ჩემთვის რთულია ასეთ ფეხბურთელებთან, რომლებიც იმავე პოზიციაზე თამაშობენ, სადაც მე. მაგრამ, ამის გამო ვცდილობ სტადიონის სხვა და სხვა კუთხეში განვავითარო თავი. მწვრთნელი გადაწყვეტილებებს იღებს, მე კი ვცდილობ მივცე მას დამატებითი შესაძლებლობები.” – ამბობს დი მარია.

თორნიკე მალაზონია

spot_img
spot_img

პოპულარული

spot_img

უახლესი

spot_img

მსგავსი სიახლეები