შაბათი, 13 ივლისი, 2024

კლიპერსი – დალასი: (ფანების ლოგიკური პროგნოზი)

spot_img

NBA-დან შემოგთავაზებთ ჩემს პირველ პროგნოზს კლიპერსი – დალასი

კლიპერსი ამ თამაშში ფავორიტის სტატუსითაა, თუმცა მოდით შევჩერდეთ რამდენიმე ნიუანსზე. ინდივუდუალური შემსრულებლებით კლიპერსი დალასზე უკეთესი გუნდია, თუმცა ამ მომენტისთვის ვერ ვიტყვით, რომ მასპინძლები ბევრად აღემატებიან მეტოქეს. მათ მართალია ჰყავთ ორი გამორჩეული მაღალი დონის ოსტატი ლეონარდი და ჯორჯი, თუმცა დანარჩენი მოთამაშეები არასტაბილური თამაშებით გამოირჩევიან და რაც ყველაზე საინტერესოა ეს ყველაფერი კლიპერსს საკუთარ პარკეტზე ემართება. თუ ბოლო საშინაო თამაშებს გადავხედავთ დავინახავთ, რომ კლიპერსმა ბოლო სამი თამაში დალასთან დათმო. გასაგებია ისიც, რომ კლიპერსის გამარჯვება მოულოდნელი არ იქნება და მათ აქვთ კიდეც ამის რესურსი, თუმცა სუსტი წერტილები მათაც აქვთ, რომლის გამოყენების შესაძლებლობა დალასელებმა კარგად იციან.

რაც შეეხება დალასს, ვფიქრობ დონჩიჩი დღესაც იტყვის თავის სიტყვას და კვლავ გვაჩვენებს თავის შესაძლებლობებს. როგორც მათი ურთიერთშეხვედრები გვაჩვენებს კლიპერსს დონჩიჩის გამკლავება საკმაოდ უჭირს და არც დღევანდელი თამაში უნდა იყოს გამონაკლისი. დალასმა უკვე იგრძნო თავისი ძალა, გუნდი დარწმუნდა, რომ შეუძლიათ შემდგომ რაუნდში გასვლა, იციან როგორ უნდა ეთამაშონ მეტოქეს და მგონია ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევენ გასვლით შეხვედრაში.

რაც შეეხება პროგნოზს, ორივე გუნდი ერთმანეთს კარგად იცნობს და თავ-თავიანთი ანგარიშებიც აქვთ ერთმანეთთან გასასწორებელი. კლიპერსი ეცდება საკუთარი პარკეტის უპირატესობის გამოყენებას და ითამაშებს მოგებაზე, თუმცა მგონია დალასი კარგად გამოიყენებს მათ სისუსტეებს უკანა ხაზში და დიდი სხვაობით არ დათმობს თამაშს (თუ საერთოდ დამარცხდა ესეც საკითხავია მთლიანობაში). თამაში ბოლო წუთამდე უნდა იყოს დაძაბული და ამ ლოგიკით ყველაზე კარგ პოზიციად მიმაჩნია ის, რომ დალასი არ წააგებს ამ თამაშს 11 ქულის სხვაობით.

ლოგიკური პროგნოზი:

  1. დალასის ფორა 2 (+10,5)
  2. მატჩის ტოტალი 203,5 >

დასაწყისი თბილისის დროით: 23:30 საათი

კოკა კვერნაძე

spot_img
spot_img

პოპულარული

spot_img

უახლესი

spot_img

მსგავსი სიახლეები