ხუთშაბათი, 6 ოქტომბერი, 2022

კალათბურთი – 16 წლამდელებმა მარცხით დაიწყეს

spot_img

წარუმატებლად დაიწყო 16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებისთვის. ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში სტარტი აიღო კონტინენტის პირველობის რანგით მე-2, B დივიზიონმა, რომელშიც საქართველოს ნაკრები დანარჩენ 21 ქვეყანასთან ერთად მონაწილეობს და მიზნად სამეულში მოხვედრა აქვს. ეს ამოცანა ძნელი შესასრულებელი იქნება, რადგან ქართველებმა ტურნირის პირველივე მატჩი, რომელიც გახსნითი იყო, დათმო. ჩვენი მეტოქე გახლდათ ბელგიის ნაკრები, რომელმაც ფიზიკური გამძლეობისა და დისციპლინირებული თამაშის ხარჯზე – 85:75 (სტატისტიკა) იმარჯვა.

ირაკლი ჩერქეზიშვილისა და დიმიტრი ჯაკობოვის გუნდმა ბოლო წუთებზე წააგო. პირველი, მეორე და მესამე პერიოდი თანაბარი იყო. ლიდერი ხშირად იცვლებოდა, ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა ხელჩასაჭიდი უპირატესობის მოპოვებას. მხოლოდ ბოლო პერიოდის მეორე ნახევარში, როცა შეხვედრის ბედი წყდებოდა, ბელგიელები დაწინაურდნენ და შეხვედრა ისე ჩაამთავრეს, რომ ვითარება არ დაძაბულა.

საქართველოს ნაკრებში 3 კალათბურთელი იყო გამორჩეული: ავთანდილ ბახტაძე (20 ქულა, 10 მოხსნა, 4 დაფარება), ნიკოლოზ აბულაძე (22 ქულა, 6 პასი) და გოგიტა ბუკია (20 ქულა, 7 მოხსნა).

საქართველოს ნაკრები შემდეგ მატჩს 12 აგვისტოს, უნგრეთის წინააღმდეგ, 21:30 საათზე გამართავს.

სტატიის და ფოტოს წყარო: gbf.ge

spot_img
spot_img

პოპულარული

spot_img

უახლესი

spot_img

მსგავსი სიახლეები