ხუთშაბათი, 6 ოქტომბერი, 2022

კალათბურთი – 16 წლამდელებმა B დივიზიონის მატჩები ორი მარცხით დაასრულეს

spot_img

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობა დაასრულა. საკვალიფიკაციო რაუნდის კიდევ ერთი თამაში ჩვენმა გუნდმა გუშინ, დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ გამართა და 47:63 დამარცხდა, დღეს კი შვეიცარიას დაუპირისპირდა და მატში 84:71 დათმო.

ბრიტანეთთან შეხვედრაში გამორჩეული იყო ნიკოლოზ აბულაძე, რომელმაც 13 ქულა, 4 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა მიითვალა. 8 ქულაა ნიკოლოზ გურგენიძის ანგარიშზე.

რაც შეეხება დღევანდელ დაპირისპირებას შვეიცარიათან, ქართველ 16 წლამდელებს შორის უნდა აღინიშნოს ავთანდილ ბახტაძის თამაში რომელმაც 18 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. 14 ქულაა ნიკოლოზ გურგენიძის ანგარიშზე, ხოლო ლუკა მუჯირიშვილი 10 ქულითა და 6 შედეგიანი გადაცემით გამოირჩა.

შეგახსენებთ, რომ ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში 16-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას 22 ქვეყანა იღებდა. საქართველოს 16 წლამდელთა გუნდმა ასპარეზობა მე-12 ადგილზე დაასრულა.

სტატიის და ფოტოს წყარო: gbf.ge

spot_img
spot_img

პოპულარული

spot_img

უახლესი

spot_img

მსგავსი სიახლეები