თურქეთის საკალათბურთო ნაკრებს, რომელიც ევრობასკეტის ჯგუფში საქართველოს ნაკრებთან ერთად იასპარეზებს, ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე, კერძოდ მაიამი ჰიტის ცენტრი ომერ იურცევენი გამოაკლდა.
ჯერჯერობით ამ ყველაფრის მიზეზი უცნობია, თუმცა როგორც იწერება მოთამაშეს და თურქეთის კალათბურთის ფედერაციას შორის გარკვეული უთანხმოება არსებობს.
შეგიძლიათ იხილოთ სტატია, თურქეთის ნაკრების გაფართოვებული შემადგენლობის შესახებ
კალათბურთი – თურქეთის ნაკრები თბილისში მძლავრი შემადგენლობით ჩამოვა
ომერ იურცევენის სტატისტიკა ნბა-ს 2021-2022 წლების სეზონში
მაიამი ჰიტის რიგებში მას 12 წუთში, 5.3 ქულა და 5.3 მოხსნა ჰქონდა.
და ბოლოს გეტყვით, რომ თურქეთის ნაკრები ევრობასკეტის მატჩებს თბილისში გამართავს და ერგინ ატამანის გუნდის მეტოქეები საქართველოს ნაკრების გარდა, ესპანეთი, მონტენეგრო, ბელგია და ბულგარეთი იქნებიან.
ავტორი: სანდრო ლოსაბერიძე