შაბათი, 13 აგვისტო, 2022

კალათბურთი – თოკო კვლავ ვირტუსში ითამაშებს

spot_img

თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიაში გადასვლა, უკრაინაში მომხდარი და არსებული ცნობილი მოვლენებიდან გამომდინარე მოხდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, რუსული ცსკა პროტესტის ნიშნად დატოვა და კარიერის გაგრძელება იტალიაში გადაწყვიტა.

თავიდან მისი ამ გუნდში ყოფნა მცირე ხნით იყო განსაზღვრული და ამ პერიოდში თორნიკეს სახელი არაერთ სხვა გუნდს დაუკავშირეს. ამ გუნდების სიაში ესპანური ბარსელონა გამოკვეთილად ფიგურირებდა და ასევე გამოჩნდა NBA-ში წასვლის ვარიანტებიც.

ქართველი კალათბურთელის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება მისი ვირტუსში დარჩენასთან დაკავშირებით იტალიელებისთვის დადებითია, რადგან იგი ოფიციალურად მომავალი სეზონიდან ბოლონიაში იასპარეზებს.

ამ ყველაფერს დიდ წილად ხელი შეუწყო იმ გარემოებამ, რომ თორნიკე შენგელიამ ვირტუსთან ერთად ევროთასის გათამაშება მოიგო და ამით ავტომატურად მომავალი ევროლიგის სეზონის საგზური მოიპოვა. ეს კი ნამდვილად ის ფაქტორია, რითიც თორნიკე შენგელიას შეეძლო ამ გადაწყვეტილების მიღება, რადგან მისი მთავარი მიზანი ისევ ევროლიგაში თამაში გახლდათ.

წლეულს თორნიკე შენგელიას მის გუნდთან ერთად მეორე ტიტულის მოგების კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა იტალიის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში ბოლონია არმანი მილანთან ანგარიშით 2-4 დამარცხდა.

თორნიკე შენგელიას სტატისტიკური მონაცემები 

იტალიის ჩემპიონატი – სულ 19 თამაში, 12.8 ქულა, 5.0 მოხსნა, 2.7 შედეგიანი გადაცემა

იტალიის ჩემპიონატის ფინალური სერია – სულ 6 თამაში, 14.5 ქულა, 4.1 მოხსნა, 2.6 შედეგიანი გადაცემა

ევროთასი – სულ 8 თამაში, 8.1 ქულა, 5.5 მოხსნა, 3.5 შედეგიანი გადაცემა

ავტორი: სანდრო ლოსაბერიძე

 

 

 

 

spot_img
spot_img

პოპულარული

spot_img

უახლესი

spot_img

მსგავსი სიახლეები