შაბათი, 13 აგვისტო, 2022

კალათბურთი – ახალი დარბაზი, დიდი ემოცია და რატის გმირობა

spot_img

მსოფლიო ჩემპიონატის 2023 წლის შესარჩევი პირველი ჯგუფური ეტაპი საქართველოს საკალათბურთო ნაკრებისთვის დიდებულად დასრულდა. ჩვენმა ნაკრებმა ახალ სპორტის სასახლეში, რომელიც სპეციალურად ევრობასკეტისთვის აშენდა, სადებიუტო შეხვედრა ესპანეთის ნაკრებთან ჩაატარა. მატჩმა დიდი ემოციების და ვნებათაღელვის ფონზე ჩაიარა და რაც მთავარია, ყველაფერი ქართველ კალათბურთელთა სასიკეთოდ დასრულდა.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს მოუგო!  

სამი დღის წინ და დღეს ორი სრულიად განსხვავებული საქართველოს ნაკრები ვიხილეთ. შეგახსნებთ, რომ 1 ივლისს რიგაში გამართული მატჩი, სადაც უკრაინას ვხვდებოდით, 13 ქულის სხვაობით დავმარცხდით. ახლა კი ესპანეთთან მატჩზე მინდა გიამბოთ.

საქართველოს ნაკრებმა აღნიშნული თამაში დუდა სანაძის ზუსტი სამქულიანით გახსნა, თუმცა შემდეგი შეტევები უხეიროდ წარიმართა, რასაც ესპანელთა აგრესიული დაცვა დაემატა. ეს სიტუაცია სტუმრებმა სათავისოდ გამოიყენეს და 9-0 გაქცევით გვიპასუხეს.

ილიას ზუროსმა თამაშის შემობრუნება სცადა, შედეგად ნაკრებმა საკუთარ ფარში მხოლოდ 5 ქულა მიიღო, მეტოქის ფარში კი 12 მოათავსა. საბოლოოდ თამაშის პირველი მეოთხედი ერთქულიანი უპირატესობით, 15-14 ვიმარჯვეთ.

მეორე მეოთხედის წინ მიღებული 1 ქულიანი უპირატესობა ტაიმის შესვენებამდე კიდევ 5 ქულით გავზარდეთ. მთლიანობაში მეოთხედი ჩვენი კარნახით მიდიოდა, ესპანეთი კი ცდილობდა, რომ რაც შეიძლება ნაკლები ჩამორჩენით გასულიყო დიდ შესვენებამდე (37-31).

სამწუხაროდ საქართველოს ნაკრების დახმარება ისევ ვერ შეძლო გოგა ბითაძემ 

მესამე მეოთხედი საქართველოსთვის კატასტროფული გამოდგა, რადგან ნაკრები 9 ქულით დამარცხდა და მეტოქეს ბოლო მეოთხედის წინ 3 ქულით ჩამორჩა. აქედან გამომდინარე, საკმაოდ დაძაბული ბოლო პერიოდი  იყო მოსალოდნელი.

და დიახ, არც მეტი არც ნაკლები, ბოლო მეოთხედი ნებისმიერი გულშემატკივრისთვის საყურებლად საოცარი გამოდგა. თამაშს მართლაც არაფერი აკლდა – მატჩის ყურებამ დიდი ემოციები და ვნებათა ღელვა გამოიწვია.

განსაკუთრებით აღსანიშნავია 21 წლის რატი ანდრონიკაშვილის გამოჩენილი სითამამე და გმირობის ტოლფასი ქმედებები მატჩის კრიტიკულ ეპიზოდებში. რატიმ უმნიშვნელოვანეს მომენტებში მეტოქეს ბურთი ორჯერ მოპარა, რასაც ასევე ორი ზუსტი სამქულიანი დაამატა.  რატიმ ეს მონაკვეთი 10 ქულით დაასრულა.

შეიძლება ითქვას, რომ როდესაც პარკეტზე რატის გვერდით ისეთი გამორჩეული მოთამაშეები იდგნენ, როგორებიც არიან თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, თად მაკფადენი და დუდა სანაძე, მისი მხრიდან ასეთ დროს მსგავსი გმირობის გამოვლინება კიდევ უფრო დასაფასებელია.

საბოლოო ჯამში ჩვენმა ნაკრებმა, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი ოვერტაიმში 82-76 დაამარცხა.

საქართველო 82-76 ესპანეთი – მოთამაშეთა სტატისტიკა

საქართველო: შერმადინი 18 ქულა, ანდრონიკაშვილი 17 ქულა, მაკფადენი 14 ქულა (8 შედეგიანი გადაცემა), შენგელია 12 ქულა, 10 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა

თორნიკე შენგელიას სტატისტიკა სამმაგი დუბლს მიუახლოვდა, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ ორმაგი დუბლის შესრულება შეძლო.

ჩაჭრები – შენგელია 4, მაკფადენი 2, ანდრონიკაშვილი 2

დაფარებები – შერმადინი 2, ბექაური 3

ესპანეთი: აროსტეგი 14 ქულა(6 მოხსნა), ბრიზუელა 12 ქულა, პარა 11 ქულა(6 მოხსნა), გუერა 10 ქულა(9  მოხსნა), ბასასი 10 ქულა(7 შედეგიანი გადაცემა)

ჩაჭრები – აროსტეგი 3, პრადილია 2

 

საქართველო 82-76 ესპანეთი – სტატისტიკური მონაცემები

64 თამაშიდან სროლა 70

27 ზუსტი სროლა 30

42.2 % თამაშიდან სროლები სიზუსტე(პროცენტულად) 42.9%

44 ორქულიანი 40

19 ზუსტი ორქულიანი 22

43.2 % ორქულიანი სროლების სიზუსტე(პროცენტულად) 55 %

20 სამქულიანი 30

8 სამქულიანი 8

40 % სამქულიანი სროლების სიზუსტე(პროცენტულად) 26.7 %

25 საჯარიმო 14

20 ზუსტი საჯარიმო 8

80 % საჯარიმო სროლების სიზუსტე(პროცენტულად) 57.1 %

37 (9) მოხსნები 44 (14) – ფრჩხილებში მოცემულია შეტევაში აღებული მოხსნები

20 შედეგიანი გადაცემა 23

5 დაფარება 2

15 დაკარგვა 18

11 ჩაჭრა 10

21 პერსონალური ჯარიმა 22

 

ავტორი: სანდრო ლოსაბერიძე

spot_img
spot_img

პოპულარული

spot_img

უახლესი

spot_img

მსგავსი სიახლეები