შაბათი, 2 მარტი, 2024

თეა სიჭინავა – სკუარდა აძურას ქუჩაზეც მოვა გაზაფხული :))

spot_img

ჩვენი დღევანდელი რესპოდენტი საქრთველოში ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და გემოვნებიანი გულშემატკივარია, ყოველთვის ობიექტურია და თანამად შეიძლება ითქვას, რომ ბევრ სპორტულ ჟურნალისტზე უკეთესადაც კი ესმის ფეხბურთი, წარმოგიდგენთ თეა სიჭინავას პროგნოზს, რომელიც ნამდვილად ძალიან ლოგიკური და კომპეტენტურია:

ვინ არის სამი მთავარი ფავორიტი ევრო 2020-ზე? და რატომ?

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ პანდემიამ, როგორც ფეხბურთის გულშემატკივარი და მოყვარული, სრულად ამომაგდო რიტმიდან. ბოლო ერთი წელი ინტენსიურად ვერც კი ვადევნებდი თვალს საყვარელ სპორტის სახეობას, მაგრამ ვეცდები მაინც გაგიზიაროთ ჩემი შეხედულება დაგროვილი ინფორმაციიდან გამომდინარე.

როცა ასეთი რანგის ტურნირის საფინალო ეტაპზე ხვდები, ნებისმიერი შეიძლება იქცეს ფავორიტად. ამიტომ, მე დავასახელებდი იმ გუნდებს, რომელთაგანც სანახაობრივ და შედეგიან ფეხბურთს ველი.

საფრანგეთი: გუნდს არ დაუკარგავს ძალები და ხიბლი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ. კვლავაც დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავს ყველა რგოლში და ამას ემატება, კარიმ ბენზემას ფაქტორიც, რომელიც სანაკრებო გოლებზე ალბათ დამშეულიც კია.

ესპანელი სპეციალისტის, რობერტო მარტინესის მიერ გაწვრთნილი ბელგიის ნაკრები ძალიან მომხიბვლელად გამოიყურება. იმ გუნდების სიაში შევიყვანდი, რომელთაგანაც სერიოზულ შედეგს ველი. ფრანგების მსგავსად, ბელგილებსაც თანაბარი დონის ფეხბურთელები ჰყავთ ნაკრებში და კონკურენციაც დიდია!

მესამე გუნდის დასახელება ცოტა მიჭირს, მაგრამ მაინც გავრისკავ. ზოგადად, ინგლისის ნაკრებისგან გვაქვს მოლოდინი, მაგრამ სამწუხაროდ, ეს მოლოდინი უმეტეს შემთხვევაში არ მართლდება. შეიძლება წელს გამონაკლისი იყოს, რადგან ბოლო მუნდიალიდან 2 წლის შემდეგ  ინგლისმა სერიოზული ახალგაზრდებით გააძლიერა ნაკრები, რომლებსაც ზურგს კარგი პრაქტიკა უმაგრებთ. ვნახოთ, ბოლო-ბოლო დროა, გაიბრწყინოს ინგლისმაც.


ვინ იქნება შენი აზრით, მთავარი იმედგაცრუება (ნაკრები და მოთამაშე) ევროზე და რატომ გგონია ასე?

ახლა ისეთი რამ უნდა ვთქვა, რაც არ მეპატიება, მაგრამ ხომ ვერ დავმალავ? :))) რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ჩემი საყვარელი გუნდისგან, იტალიისგან, დიდად არაფერს ველი. მინდა რომ ვცდებოდე, მაგრამ ასე მგონია. ამის თქმის საფუძველს, რა თქმა უნდა შემადგენლობა მაძლევს, რომელიც არ გამოიყურება საჩემპიონოდ.

ასევე არაფერს ველი ესპანეთის ნაკრებიდანაც, სადაც თაობათა მტკივნეული ცვლა მიდის.

აქვე დავასახელებდი გერმანიის ნაკრებსაც, ეს ლიოვის ბოლო ტურნირია და ვნახოთ, რას შემოგვთავაზებს!!!


ვინ იქნება ევროს მთავარი აღმოჩენა ნაკრები და აღმოჩენა მოთამაშე? და რატომ გგონია ასე?

ტურნირის აღმოჩენა მოთამაშემ აუცილებლად ფინალამდე უნდა მიაღწიოს, ასე ზედაპირულად ვერ ვიტყვი, თუმცა ვფიქრობს, ეს ჩემპიონატი შესაძლოა მბაპეს გაელვების  იყოს. ზოგადად, ძალიან მომწონს და ვგულშემატკივრობ ამ ფეხბურთელს.


ვის გულშემატკივრობ შენ? და სურვილის გარდა, მაქსიმალურად ობიექტურად, როგორ გგონია რამდენად აქვს შანსი შენს ფავორიტს?

უკვე ვთქვი მაღლა, რომ იტალიას. მოლოდნიც არცთუ საიმედო მაქვს, მაგრამ ჩემი ამ გუნდის მიმართ სიყვარულს და გულშემატკივრობას, ეს მაინც ვერაფერს დააკლებს. როგორც იტყვიან, სკუარდა აძურას ქუჩაზეც მოვა გაზაფხული :))


რა იქნება “ახალი” და საინტერესო მოახლოებულ ევროზე?

იმდენად მომენატრა ფეხბურთი, რომ სიახლეებს აღარ დავეძებ. ფეხბურთის ზეიმი იქნება და ეს არის მთავარი.

მადლობა

spot_img
spot_img

პოპულარული

spot_img

უახლესი

spot_img

მსგავსი სიახლეები