შაბათი, 2 მარტი, 2024

“ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ტრაგიკული წერტილი და ისტორია იყო”

spot_img

ზურაბ კახაბრიშვილი (საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი): “საქართველომ მედლების რაოდენობით დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე კარგ შედეგს მიაღწია და ამის უკან ოლიმპიური კომიტეტის, მწვრთნელების, ექიმების, სამინისტროს უდიდესი შრომა დგას და ყველას მადლობას ვუხდი. ნამდვილად არ მეგონა, რომ გურამ თუშიშვილის წაგების მერე კიდევ რამე თუ გამაოცებდა, მაგრამ გენო პეტრიაშვილის წაგება ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ტრაგიკული წერტილი და ისტორია იყო. ალბათ, ეს იქნება მაგალითი ყველა მწვრთნელისა და სპორტსმენისთვის, თუ როგორ უნდა იბრძოლო ბოლო წამამდე და აღიარო მერე შენი შეცდომები, როგორც გენომ აღიარა. მან თქვა, რომ ნერვები აღარ ეყო, თუმცა ბოლო თვეები მასთან განსაკუთრებული ფსიქოლოგიური მუშაობა მიდიოდა, რამდენიმე ფსიქოლოგი მუშაობდა. იცით, რომ მწვრთნელი გარდაეცვალა, გვეგონა, რომ ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ერთმა წამმა ოქროს მედალი დაგვაკარგვინა.

spot_img
spot_img

პოპულარული

spot_img

უახლესი

spot_img

მსგავსი სიახლეები