შაბათი, 13 ივლისი, 2024

ევროპის ჩემპიონატამდე 3 დღეა-შვედეთი და ესპანეთი კარანტინშია

spot_img

შვედების ბანაკში კორონავირუსი გაჩნდა.

დადებითი პასუხი აჩვენა ორი ფეხბურთელის ტესტმა, ესენი არიან”იუვენტუსის” ნახევარმცველი დაიან კულუსევსკი და ჰავბეკი მათიას სვანბერგი.

კულუსევსკიმ ტესტი გუშინ ჩაიტარა, ამიტომაც გუნდთან ერთად გიოტებორგში არ გაფრინდა. ხოლო სვანბერგის ტესტების პასუხი დღეს გახდა ცნობილი, ნაკრების ვარჯიშის დროს. ის იზოლაციაში გადაიყვანეს, ხოლო ნაკრებს კიდევ მოუწევს ტესტების ჩაბარება.

შვედებს პირველი მატჩი 14 ივნისს აქვთ ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, რომელიც ასევე კარანტინშია, რადგანაც სერხიო ბუსკეტსი კოვიდ დადებითი აღმოჩნდა.

spot_img
spot_img

პოპულარული

spot_img

უახლესი

spot_img

მსგავსი სიახლეები