შაბათი, 2 მარტი, 2024

“დე ნიროს დავურეკავ, რომ ჩემი როლი ითამაშოს “- შვეიცარიის მეკარე

spot_img

შვეიცარიის ნაკრების მეკარე საფრანგეთთან გამარჯვების შემდეგ (3:3, 5:4-პენალტების სერია), აღფრთოვანებას ვერ მალავს.

-ჩვენ ისტორია დავწერეთ. მთელი ძალა მინდორზე დავტოვეთ. 1: 3 მოვატრიალეთ მსოფლიოს ჩემპიონთან … !

ჩვენი არავის ჯეროდა, მაგრამ ჩვენ ყველაფერი შევცვალეთ და ვთქვით, რომ მივდივართ ბოლომდე. საფრანგეთს ქონდა მომენტი, როდესაც 1:3-ზე მედიდურად ზემოდან გვიყურებდნენ, ჩვენ კი ეს ცივსისხლიანებივით გამოვიყენეთ .

– თამაშის სიუჟეტი ჰოლივუდურს მივამსგავსეთ, ასე არ არის?

– უნდა დავურეკო რობერტ დე ნიროს, რომ ვკითხო, უნდა თუ არა ამ ფილმში ჩემი როლი შეასრულოს – იხუმრა ზომმერმა.

 

 

spot_img
spot_img

პოპულარული

spot_img

უახლესი

spot_img

მსგავსი სიახლეები