ხუთშაბათი, 29 თებერვალი, 2024

დავით კაპიტანოვი – F ჯგუფიდან, სადაც სამი გრანდია თავმყორილი, ერთ-ერთი მათგანი გულშემატკივარს იმედებს გაუცრუებს

spot_img

ჩემპიონატამდე სულ რაღაც 5 დღე რჩება, ჩვენ კი ქართველი სპორტული ჟურნალისტების პროგნოზების თქვენთვის გაცნობას განვაგრძობთ, დღევანდელი ჩვენი სტუმარია დავით კაპიტანოვი, ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტი:

ვინ არის სამი მთავარი ფავორიტი ევრო 2020-ზე? და რატომ?

რატომღაც ამ გუნდს ნაკლები ყურადღება ექცევა და ფავორიტებს შორის არავინ მოიაზრებს, თუმცა ვფიქრობ, რომ იტალიის ნაკრები ყველასთვის რთულად დასამარცხებელი გუნდი იქნება. მითუმეტეს, რომ რობერტო მანჩინის მისვლის შემდეგ „სკუადრა აძურა“ პრაქტიკულად დაუმარცხებელია და ჯგუფშიც შეიძლება ითქვას, რომ გაუმართლა. ძალიან მაგარი ნაკრები ყავს ინგლისის ნაკრებსაც, რომელსაც ალექსანდრ-არნოლდის სახით სერიოზული ძალა გამოაკლდა, მაგრამ საუთგეიტის ფორმაციის ნაკრები ცალკეულ ფეხბურთელებზე დამოკიდებული არ არის და ვფიქრობ, ერთადერთი მოთამაშე, რომელიც ამ გუნდისთვის აუნაზღაურებელი დანაკლისი იქნება, ეს ჰარი კეინია. რაც შეეხება მესამე ფავორიტს, საფრანგეთის ნაკრები ყველა რგოლში თანაბრად დაბალანსებულია და ძალიან საშიში გუნდია.

ვინ იქნება შენი აზრით მთავარი იმედგაცრუება (ნაკრები და მოთამაშე) ევროზე და რატომ გგონია ასე?

რატომღაც მგონია, რომ F ჯგუფიდან, სადაც სამი გრანდია თავმყორილი, ერთ-ერთი მათგანი გულშემატკივარს იმედებს გაუცრუებს. რაც შეეხება ფეხბურთელს, ცუდი საკლუბო სეზონის მიუხედავად, ედენ აზარზე ბელგიის ნაკრების გულშემატკივრები უდიდეს იმედებს ამყარებენ და მისი წონისა და ფორმის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ ეს ჩემპიონატი მისთვის მორიგი ჩაგდებული ტურნირი იქნება.

ვინ იქნება ევროს მთავარი აღმოჩენა ნაკრები და აღმოჩენა მოთამაშე? და რატომ გგონია ასე?

თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის ნაკრები ჯგუფიდან გავა და პლეი-ოფშიც შეუძლია ყველასთვის სიურპრიზის შეთავაზება. ყოველივე ამის გათვალისწინებით, კიდევ უფრო გულდასაწყვეტია ჩვენი გუნდი, რომ ევროპაზე ვერ გავიდა, რადგან ამ ჯგუფიდან, სადაც მაკედონიელები მოხვდნენ, ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა. რაც შეეხება, პედრიმ უკვე ყველამ კარგად გაიცნო, თუმცა მგონია, რომ ესპანეთის ნაკრებში კიდევ უფრო კარგი იქნება და გუნდის ლიდერად იქცევა.

ვის გულშემატკივრობ შენ? და სურვილის გარდა მაქსიმალურად ობიექტურად როგორ გგონია რამდენად აქვს შანსი შენს ფავორიტს?

ვგულშემატკივრობ ესპანეთის ნაკრებს 2002 წლიდან და ბუნებრივია, შემადგენლობა წინა ტურნირებთან შედარებით სუსტია, მაგრამ ნაკრებს ლუის ენრიკეს სახით ყავს მაღალი დონის მთავარი მწვრთნელი და ტიაგო ალკანტარა, რომელიც თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა. ვფიქრობ, ღირდა ენრიკე ანდრეს ინიესტას დალაპარაკებოდა, თუნდაც მხოლოდ ამ ტურნირისთვის ესპანეთის ეროვნულ გუნდში დაბრუნების თაობაზე, რადგან ასაკის მიუხედავად, ეს გენიალური ნახევარმცველი იაპონიაში მშვენივრად თამაშობს და სარგებლის მოტანა ისევ შეუძლია. რაც შეეხება „ფურია როხას“ შანსებს, ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში მისი მეტოქე მერვედფინალში F ჯგუფიდან გასული ერთ-ერთი გრანდი იქნება და თუ ეს ბარიერი დაძლია, შემდეგ უკვე ესპანელებისგან ყველაფერია მოსალოდნელი.

რა იქნება „ახალი“ და საინტერესო მოახლოებულ ევროზე?

სიახლე წინა ევროპის ჩემპიონატზე გამოჩნდა, როდესაც გუნდების რაოდენობა 16-დან 24-მდე გაზარდეს, რამაც აშკარად არ გაამართლა და თუ წელსაც იყო ხუთი წლის წინანდელის მსგავსად, ბევრი უმოტივაციო და არაფრის მომცემი თამაში, ძველებურ ფორმატზე დაუბრუნება აუცილებელი გახდება. ტაქტიკური თვალსაზრისით, ალბათ ბევრი გუნდი მოსინჯავს 3-მცველიან სქემას, თუმცა ეს უფრო ჯგუფურ ეტაპზე, რადგან პლეი-ოფში ექსპერიმენტებს მაინც ყველა ერიდება.

მადლობა

 

spot_img
spot_img

პოპულარული

spot_img

უახლესი

Logicbet-ის დღის ბილეთი #1

Logicbet-ის დღის ბილეთი #1

Logicbet-ის დღის ბილეთი #2

Logicbet-ის დღის ბილეთი #1

Logicbet-ის დღის ბილეთი #1

spot_img

მსგავსი სიახლეები