კვირა, 25 თებერვალი, 2024

გენო შეუჩერებელია !🥇ტაჰა აკგული კი დამარცხდა

spot_img

გენო პეტრიაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე დილის პროგრამა წაუგებლად გაიარა და ნახევარფინალში გავიდა. 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველ ნომრად განთესილმა პეტრიაშვილმა ეგვიპტელი დიაელდინ კამალ გოუდა აბდელმოტალები 11:0 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი, ჩინელ ჟივეი დენგს შედარებით მოკრძალებული ანგარიშით სძლია – 5:2.
ნახევარფინალში გენო პეტრიაშვილი ირანელ ამირ ჰუსეინ ზარეს დაუპირისპირდება. ფინალის მეორე საგზურის მოსაპოვებლად კი იჭიდავებენ მონღოლი ლხაგვაგერელ მუნხტური და ამერიკელი დან გეიბლ სტევსონი, რომელმაც მეოთხედფინალში მოახდინა დღის უმთავრესი სენსაცია – ანგარიშით 8:0 მოუგო მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს, თურქ ტაჰა აკგულს.
ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) მერვედფინალში დამარცხდა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ფრანკ ჩამიზოსთან და ძირითად ბადეში გამოსვლა დაასრულა. ბრინჯაოს შანსი კი იმ შემთხვევაში მიეცემა, თუ იტალიელი ნახევარფინალში ბელარუს მაგამედხაბიბ კაზიმაგამედაუს აჯობებს.
ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 13:15 საათზე დაიწყება.

spot_img
spot_img

პოპულარული

Logicbet-ის დღის ბილეთი #1

Logicbet-ის დღის ბილეთი #2

Logicbet-ის დღის ბილეთი #1

Logicbet-ის დღის ბილეთი #2

Logicbet-ის დღის ბილეთი #1

spot_img

უახლესი

Logicbet-ის დღის ბილეთი #1

Logicbet-ის დღის ბილეთი #2

Logicbet-ის დღის ბილეთი #1

Logicbet-ის დღის ბილეთი #2

Logicbet-ის დღის ბილეთი #1

spot_img

მსგავსი სიახლეები