პარასკევი, 23 თებერვალი, 2024

ბრუკლინი – მილუოკი: (ფანების ლოგიკური პროგნოზი)

spot_img

NBA – პლეი-ოფი ბრუკლინი – მილუოკი

ბრუკლინელებს ამ შეხვედრაში თავისუფლად შეუძლიათ კვლავ აჩვენონ მშვენიერი თამაში შეტევებში. მართალია გუნდის შეტევების მთავარი ორგანიზატორი ჯეიმს ჰარდენი ვერ მიიღებს მონაწილეობას ამ შეხვედრაში და ეს აისახება კიდევაც ბრუკლინის შემტევ პოტენციალზე, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ გუნდი საკუთარ პარკეტზე მართავს თამაშს, ბევრად თამამი იქნება და შორეულ გასროლებსაც ხშირად ექნება ადგილი მათი მხრიდან. გუნდს ჰყავს დურანტი და ირვინგი, რომლებიც ლიდერული თვისებებით გამოირჩევიან და სწორედ მათ კარგ თამაშს უნდა დაეყრდნოს ბრუკლინი ამ შეხვედრაში. არც ბრუკლინი და არც მილუოკი დაცვით თამაშში დიდად ვერ გამოირჩევიან და მგონია დღეს ორივე გუნდს დაცვაში კარგი თამაში უნდა გაუჭირდეს.

მილუოკი ზოგადად თავის სათამაშო სქემას არ ღალატობს და რასაც შეტევებში ასე ვთქვათ წარმატებით აღწევს, იმავეს საპირისპიროდ აკეთებს დაცვაში, გუნდს ბევრი სუსტი წერტილი აქვს უკანა ხაზში და წესით ეს ყველაფერი ბრუკლინმა რეალურად უნდა გამოიყენოს. სწორედ ამიტომ მოლუოკი ცდილობს დაცვის სისუსტის კომპენსირება შეტევებში კარგი თამაშით მოახდინოს. იანისი და მიდლტონი აუცილებლად ეცდებიან ბრუკლინელთა უკანა ხაზს პრობლემები შეუქმნან და რომ ვთქვათ ბრუკლინელებს შესწევთ უნარი მათ სათანადოდ გაუმკლავდნენ ხმამაღალი ნათქვამი იქნება. მილუოკისთვის გასვლით შეხვედრაზე დამარცხება კატასტროფა არ იქნება, გუნდი მთლიანობაში მჯერა რომ ითამაშებს ლაღ შემტევ და აგრესიულ კალათბურთს, რაც მთავარია შედეგობრივს. რაც შეეხება ჩემს პროგნოზს, ვფიქრობ გუნდები ითამაშებენ თავდასხმაში ჩინებულად, გამოიყენებენ ერთმანეთის სისუსტეებს დაცვით ხაზში და ბევრ ბურთს ჩაყრიან ერთმანეთის კალათში. რაც იმის წინაპირობაა, რომ მაღალი ტოტალი უნდა დაფიქსირდეს.

ლოგიკური პროგნოზი:

  1. ტოტალი 227,5>

დასაწყისი თბილისის დროით: 3:30 საათი

კოკა კვერნაძე

spot_img
spot_img

პოპულარული

Logicbet-ის დღის ბილეთი #2

Logicbet-ის დღის ბილეთი #2

Logicbet-ის დღის ბილეთი #1

Logicbet-ის დღის ბილეთი #2

Logicbet-ის დღის ბილეთი #1

spot_img

უახლესი

Logicbet-ის დღის ბილეთი #1

Logicbet-ის დღის ბილეთი #2

Logicbet-ის დღის ბილეთი #1

Logicbet-ის დღის ბილეთი #2

Logicbet-ის დღის ბილეთი #1

spot_img

მსგავსი სიახლეები