პარასკევი, 23 თებერვალი, 2024

ბოლო დღეების შეჯამება

spot_img
  1. რუსეთის ჰოკეის ნაკრები კანადასთან ოვერტაიმში დამარცხდა 1:2 და მეოთხედფინალში გამოეთიშა ასპარეზობას. რუსეთს მსოფლიო ჩემპიონატი 2014 წლიდან არ მოუგია. ხოლო კანადასთან ბოლო 10 წელია მარცხდება.
  2. “სპარტაკი” დაჯარიმებულია 60 000 რუბლით (დაახ.2600 ლარით) ტვიტის გამო : “გამარჯობა საჯინიბო, როგორ მიდის საქმეები?”
  3. UFC-ის ექს-ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი საფეხბურთო კლუბ “ლეგიონ-დინამოსთან” აფორმებს კონტრაქტს. მებრძოლი უკვე შეუთანხმდა კლუბის პრეზიდენტს.
  4. ნადალი, ჯოკოვიჩი, ფედერერი “როლან-გაროსის” მე-3 წრეში გავიდნენ, ბასილაშვილი გავარდა. გრაჩევა, შვენტეკი და სვიტოლინაც შემდეგ  ეტაპზე არიან. ვენუს უილიამსი, ალექსანდროვა, პლიშკოვა გამოეთიშნენ.
  5. პსჟ-მ დაიწყო მოლაპარაკებები რონალდუსთან, “იუვე” ფორვარდში 25-30 მილიონ ევროს მოითხოვს. სიმონე ინძაგიმ “ინტერი” ჩაიბარა. “რეალი” და სერხიო რამოსი უთანხმოებში არიან. მიზეზი კაპიტნის პოზიციაა ხელფასების კლებასთან დაკავშირებით. კლუბი ასევე ფიქრობს ბეილის, ისკოსა და მარსელოს გაყიდვას. “ატლეტიკო” 80 მილიონ ევროდ საულს მიყიდის “ბავარიას” და 40 მილიონად “უდინეზესგან” იყიდის პაულს.
  6. რონალდ კუმანი დარჩა “ბარსელონას” მწვრთნელად.  დირექტორთა საბჭომ მას ნდობა გამოუცხადა.
  7. NBA. პლეი-ოფები. “დენვერმა” “პორტლენდს” მოუგო და გავიდა შემდეგ ეტაპზე, ბუკერის 47 ქულამ “ლეიკერსი” გააგდო და “ფინიქსი” შემდეგ ეტაპზეა.
  8. მსოფლიო 2022-ის საკვალიფიკაციო. სამხრეთ ამერიკაში არგენტინამ ჩილესთან ფრე ითამაშა (1:1), მესიმ პენალტი შეაგდო. ურუგვაიმ და პარაგვაიმ ქულები გაიყვეს (0-0).
  9. საქართველომ პირველად დაამარცხა რუმინეთის საფეხბურთო ნაკრები. ჩვენებმა, ამხანაგურ მატჩში, ბალკანელებს გასვლაზე სძლიეს ანგარიშით1-2.

 

 

 

 

spot_img
spot_img

პოპულარული

Logicbet-ის დღის ბილეთი #2

Logicbet-ის დღის ბილეთი #2

Logicbet-ის დღის ბილეთი #1

Logicbet-ის დღის ბილეთი #2

Logicbet-ის დღის ბილეთი #1

spot_img

უახლესი

Logicbet-ის დღის ბილეთი #1

Logicbet-ის დღის ბილეთი #2

Logicbet-ის დღის ბილეთი #1

Logicbet-ის დღის ბილეთი #2

Logicbet-ის დღის ბილეთი #1

spot_img

მსგავსი სიახლეები