ორშაბათი, 24 ივნისი, 2024

“ბოდიშს ვუხდი ყველას ….” – მბაპე

spot_img

საფრანგეთის ნაკრების შვეიცარიასთან მარცხის (3:3 – 4:5) შემდეგ კილიან მბაპემ განცხადება გააკეთა.

“პსჟ”-ს ფორვარდმა გადამწყვეტი პენალტი ვერ გაიტანა.

“ძნელია ფურცლის უკან გადაშლა. გავარდნამ დიდი ტკივილი მომიტანა. ჩვენ ვერ მივაღწიეთ ჩვენს მიზანს.

ბოდიშს ვუხდი ყველას პენალტის გამო. მე მინდოდა ნაკრებს დავხმარებოდი, მაგრამ ჩავფლავდი.  ძნელი იქნება დაძინება. სამწუხაროს ამ სპორტს ახლავს ასეთი რისკები, რომელიც მე ძალიან მომწონს. ვიცი, რომ ფანები ნაწყენები არიან. მე, მაინც მადლიერი ვარ მათი მხარდაჭერისთვის.

ეხლა მთავარია, უფრო ძლიერები გავხდეთ და მომავალ გამოცდებს ღირსეულად შევხვდეთ. მე ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ შვეიცარიის ნაკრებს” – თქვა მბაპემ.

 

 

spot_img
spot_img

პოპულარული

spot_img

უახლესი

spot_img

მსგავსი სიახლეები