შაბათი, 13 ივლისი, 2024

ბერეტინი-ჰურკაჩი: (ექსპერტის პროგნოზი)

spot_img

მაშ ასე, პირველ ფინალისტს უიმბლდონის კორტებზე გაარკვევს იტალიელი მატეო ბერეტინი და ჰუბერტ ჰურკაჩი, რომელიც პოლონელი ჩოგბურთელებიდან მეორეა იეჟი ივანოვიჩის შემდეგ, ვინც ამ ეტაპზე მოახერხა ასპარეზობა. ბერეტინი შესანიშნავ ფორმაშია, მან უკვე მოიგო ლონდონში ტურნირი და წაუგებელ სერიას აგრძელებს 10 თამაშია. ლონდონში მან პირველ შეხვედრაში ორჯერ დათმო თავის მოწოდება, ხოლო შემდეგ ტურნირი ისე მოიგო, რომ მიურეიმ, ევანსმა, დე მიუარმა და ნორიმ ერთი ბრეიკიც კი ვერ გაუკეთეს, ამასთან ერთად 5 შეხვედრაში მოაწოდა 68 ეისი. რაც შეეხება უიმბლდონზე ჩატარებულ 5 შეხვედრას ოჟემდე ქონდა ორადორი წაგებული საკუთარი მოწოდება, ხოლო აქ 3 დაუმატა , რაც დიდ მოულოდნელობად იქცა, მაგრამ მაინც 3-1 იმარჯვა. ასევე მის ანგარიშზე უკვე 79 ეისია. ჰურკაჩმა წელს ბალახზე ორი ტურნირი უკვე დათმო პირველივე წრეში, შტუტგარტი სტრაიკერთან 7-6, 7-6 და ჰალე ოჟესთან 6-3, 7-5. რაც შეეხება უიმბლდონს, ის  სასწაულებს სჩადის და როგორც ზემოთ ავღნიშნე მეორე პოლონელია ვინც ესეთი შედეგი დადო, საკმაოდ რთული მეტოქეები გაიარა განსაკუთრებით კი ბოლო ორი მედვედევი და ფედერერი, ამასთან ერთად მოაწოდა 49 ეისი და მხოლოდ მედვედევთან წააგო პირველად თავისი მოწოდება საბოლოოდ სულ სამჯერ დათმო მაგ შეხვედრაში, ხოლო ფედერერთან ერთხელ ანუ სულ 4-ჯერ აქვს ამ ტურნირზე თავისი მოწოდება წაგებული. რაც შეეხება საბოლოო შედეგს ვფიქრობ, რომ ჰურკაჩმა თავისი თავი მან ამოწურა, რადგან ამ დღეებში მიიღო უზღვავი ემოციები გაიმეორა იეჟი ივანოვიჩის შედეგი დაამარცხა თავისი კუმირი როჯერ ფედერერი და ამ ყველაფერთან მივიდა მედვედევის 5 სეტიანი ტრილერის შემდეგ. მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ გვექნება უშეღავათო ბრძოლა, ბევრი ეისით, ტაიბრეიკებით და გეიმებით ამასთან ერთად.

ექსპერტის პროგნოზი:

  • მატში იქნება ტაიბრეიკი
  • პირველი 6 გეიმის შემდეგ ანგარიში იქნება 3-3
  • ბერეტინი მოიგებს
  • მატჩში იქნება 1.5-ზე მეტი ტაიბრეიკი
  • ბერეტინის 14.5-ზე მეტი ეისი
  • ბერეტინის -2.5 ფორით მოგებ ეისებში

დასაწყისი თბილისის დროით: 16:30 საათი

spot_img
spot_img

პოპულარული

spot_img

უახლესი

spot_img

მსგავსი სიახლეები