შაბათი, 13 ივლისი, 2024

ბატესთან შანსები თანაბარია – გეგუჩაძე

spot_img

დინამო ბათუმის მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ და კაპიტანმა მამუკა კობახიძემ პრესკონფერენციაზე ტრე პენესთან თამაში შეაფასეს და მომდევნო მეტოქეზეც ისაუბრეს.

გია გეგუჩაძე (დინამო ბათუმის მწვრთნელი): “მთავარი ის არის, რომ შემდეგ ეტაპზე ვართ. ორჯერვე მშრალი ანგარიშით მოვიგეთ. მეორე თამაშის წინ განწყობა შესაბამისი არ იყო. დღეს მათ სხვა მიზანი ჰქონდათ – ამ მატჩში უფრო დაიხარჯნენ. სურდათ, რომ ერთ გოლი მაინც გაეტანათ. მეორე ტაიმში სიტუაცია გამოვასწორეთ. რაც შეეხება მომდევნო ეტაპს: ბატე-სთან შანსები თანაბარია, ახლა მეტოქეს ვსწავლობთ. ძლიერი და კარგი გუნდია, მაგრამ მგონია, რომ მეტი კონცენტრაციისა და მონდომების ხარჯზე ყველაფერი გამოვა. ვეცდებით, სწორად ვითამაშოთ და დადებით შედეგს მივაღწიოთ.”

მამუკა კობახიძე (დინამო ბათუმის კაპიტანი): “შედეგს, რა თქმა უნდა, დადებითად ვაფასებ. ვეცდებით, ბატე-სთან მომენტები გამოვიყენოთ და კარგი შედეგი დავაფიქსიროთ. მეტოქე ამჯერად უფრო მონდომებული და მომზადებული იყო. დავეთანხმები მწვრთნელს, რომ სწორად თამაშითა და კარგი მომზადებით მესამე ეტაპის საგზურის მოპოვებას შევძლებთ.”

spot_img
spot_img

პოპულარული

spot_img

უახლესი

spot_img

მსგავსი სიახლეები