კვირა, 25 თებერვალი, 2024

ბასკი სხირტლაძე – ჩაგდებული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ლიოვს ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი

spot_img

ევრო 2020 – ის დაწყებამდე ზუსტად ერთი კვირა დარჩა და ჩვენი სტუმრებიც უფრო და უფრო შედიან მოლოდნინის ეშხში, დღევანდელი ჩვენი სტუმარია ყველასათვის საყვარელი და დადებითი ადამიანი, სპორტული ჟურნალისტი ბასკი სხირტლაძე

ვინ არის სამი მთავარი ფავორიტი ევრო 2020-ზე? და რატომ?

ჩემთვის მთავარი ფავორიტი ყოველთვის გერმანიის ნაკრებია, მაგრამ ფავორიტებში რა თქმა უნდა საფრენგით ნაკრებია.  მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები შეეცდებიან წარსულის გამეორებას (მსოფლიო – 1998 და ევრო – 2000 ). დაუბრუნდათ ბენზემა,რომელსაც ალბათ მაინც მუნდიალის ტიტული წაართვეს და შეეცდება სანაკრებო ტიტულის მოპოვებას. „მამლები“ შემადგენლობითაც ძალიან ძლიერები არიან. მეორე – ალბათ დროა ინგლისმა გაახაროს თავისი გულშემატკივრები და ფეხბურთი დააბრუნონ სახლში. მაგრამ მათი მთავარი პრობლემა მაინც გარეტ საუტგეიტი მგონია. ბელგიას ვფიქრობდი მესამეს მაგრამ შესაძლოა ფინალში დე ბრუინის მიღებულმა დაზიანებმა ბელგიაზე იმოქმედოს.

ვინ იქნება შენი აზრით მთავარი იმედგაცრუება ევროზე და რატომ გგონია ასე?

ჩემთვის მთავარი იმედგაცრუება უკვე ლუის ენრიკეა,რომელმაც რამოსი მადრიდში დატოვა. ვინმეს თუ გონია,რომ რაულის ისტორია განმეორდება ჩემი აზრით ძალიან ცდებიან. ასევე ნედერლანდების ნაკრებიც მგონია რომ საზოგადოებას იმედებს გაუცრუებენ.

ვინ იქნება ევროს მთავარი აღმოჩენა ნაკრები და აღმოჩენა მოთამაშე? და რატომ გგონია ასე?

უკრაინის ნაკრები მგონია,რომ ყველას გააკვირვებს. ანდრეი შევჩენკომ ძალიან ძლიერი გუნდი შეკრა და ვფიქრობ,რომ ჯფუფიდან აუცილებლად გავლნენ. მალინოვსკიდან ძალინ ბევრს ველოდები და შესაძლოა აღმოჩენაც კი იყოს.

ვის გულშემატკივრობ შენ? და სურვილის გარდა მაქსიმალურად ობიექტურად როგორ გგონია რამდენად აქვს შანსი შენს ფავორიტს?

გერმანიის ნაკრებს გულშემატკივარი ვარ. მართალი გითხრა გულის სიღრმეში კარგ შედეგს ველოდები,მაგრამ ხმამაღლა არ ვიძახი. ჩაგდებული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ლიოვს ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი და თან ყველამ ვიცით,რომ „ევრო 2020“ მისი ბოლო ტურნირია ნაკრებში. მთავარი იმედი ნოიერია,მაგრამ ძალიან ძლიერი ნახევარდაცვითა და შემტევებით დადებითი შედეგის დადება შეიძლება.

რა იქნება „ახალი“ და საინტერესო მოახლოებულ ევროზე?

„ახალი“ იქნებოდა ნოემბერში,რომ მოგვეგო. ამ პანდემიის დროს სიაახლებს ნაკლებად ველი და  ასევე არამგონია ,რომ ბევრ ქვეყანაში ევროპის ჩემპიონატის ჩატარება საინტერესო იყოს.

spot_img
spot_img

პოპულარული

Logicbet-ის დღის ბილეთი #1

Logicbet-ის დღის ბილეთი #2

Logicbet-ის დღის ბილეთი #1

Logicbet-ის დღის ბილეთი #2

Logicbet-ის დღის ბილეთი #1

spot_img

უახლესი

Logicbet-ის დღის ბილეთი #1

Logicbet-ის დღის ბილეთი #2

Logicbet-ის დღის ბილეთი #1

Logicbet-ის დღის ბილეთი #2

Logicbet-ის დღის ბილეთი #1

spot_img

მსგავსი სიახლეები