შაბათი, 2 მარტი, 2024

ბარტი-პლისკოვა: (ექსპერტის პროგნოზი)

spot_img

დადგა ეს დღეც სასიხარულო და ამავდორულად სამწუხარო, უნდა ვიხილოთ ნანატრი ფინალი, მაგრამ სამწუხაროა ის, რომ წელს უიმბლდონი დასასრულს მიუახლოვდა. მაშ ასე, WTA რეიტინგის პირველი ნომერი ავსტრალიელი ეშლი ბარტი დაუპირისპირდება ჩეხ კაროლინა პლისკოვას რომელიც მე-13 ნომერია მსოფლიო რეიტინგში.

ეშლი ბარტი მართლაც რომ ბრწყინვალე ჩოგბურთელია, მის არსენალში გახლავთ ყველაფერი… ულამაზესი და მოულოდნელი გადაწყვეტილებები, ძალიან ზუსტი შესრულებით, რაც მის თამაშს მრავალფეროვანს და სანახაობრივს ხდის, დღეს მისი ერთ ერთი კოზირი იქნება მოჭრილი დარტყმები უკანა ხაზიდან, რადგან პლისკოვას მოწოდების ძალა ყველამ დავინახეთ. მასაც ისევე როგორც პლისკოვას მხოლოდ ერთი სეტი აქვს წაგებული, ისიც პირველ წრეში სუარეს ნავაროსთან 6-1 6-7 6-1. ეშლიმ 11-ჯერ დათმო თავისი მოწოდება და ამასთან ერთად 25 ორმაგი შეცდომა დაუშვა განვლილ 6 შეხვედრაში, რაც შეეხება ეისებს კი 46-ია მის ანგარიშზე.

რაც შეეხება კაროლინა პლისკოვას, მან პირადად მე და ალბათ მთელი მსოფლიოც კი გააოცა, რადგან აქამდე აგებდა ყველაფერს და ყველასთან, უიმბლდონზე კი ვხედავთ რას სჩადის და ეს ყველაფერი მართლაც რომ იდეალურია, სიტყვები უბრალოდ ზედმეტია. ერთადერთი წაგებული სეტი და ისიც არინა საბალენკასთან, მაგრამ აღსანიშნია ის ფაქტი, რომ ეს ყველაფერი მოხდა პირველი სეტის ბოლოს 5-6-ზე სადაც ნერვებმა უმტყუნა ორი სმეში ბადიდან გაუშვა აუტში და 30-40 ორმაგი შეცდომით დააგვირგვინა საკუთარი კრახი. რაც მთავარია ამის მეტი შანსი არ მიუცია საბალენკასთვის 40-40-იც კი არ ყოფილა მის მოწოდებაზე რაც ანგარიშზე დამსახურებულად აისახა, დღეს კაროლინა ფინალშია და ჩემპიონობისთვის იბრძოლებს ამასთან ერთად კი კარიერაში პირველი დიდი სლემისთვის. მან სულ 4-ჯერ დათმო თავისი მოწოდება ასევე აქვს 30 ორმაგი შეცდომა, მაგრამ ეისებს რაც შეეხება, ალბათ ისტორიას არ ახსოვს ამდენი შესრულებული ეისი ქალთა თანრიგში 54 და ფინალი კიდევ სათამაშოა.

მათ ერთმანეთში 7 შეხვედრა აქვთ სადაც ბარტი 5-2 ლიდერობს, აქედან კი 2012 წლის შეხვედრას არ შევეხები და 2016 წელს სწორედ ბალახზე ნოტინგენში 7-6, 7-6 იმარჯვა პლისკოვამ, 2017-ში ჰარდზე ვუჰანში 4-6 7-6 7-6 უკვე ბარტიმ მოიგო, ამის შემდეგ ამერიკის ღია პირველობა პლისკოვა 6-4 6-4 2018წელი, ხოლო ბოლო სამი სეხვედრა კი ბარტიმ 2019 მაიამი 7-6 6-3 და ამავე წელს დასკვნითი შემაჯამებელი ტურნირზე 4-6 6-2 6-3, რაც შეეხება ბოლო შეხვედრას კი წელს სედგა თიხაზე როცა პლისკოვა ყველასთან და ყველაფერს აგებდა, მაგრამ სეტი მაინც გამოსტყუა ბარტის 2-6 6-1 7-5.

თუ შევაჯამებთ ამ ყველაფერს დღევანდელ თამაშს ყველამ უნდა უყუროს და პირადად მე ველი ხანგრძლივ და დაძაბულ შეხვედრას ბევრი გეიმებით თავის ტაიბრეიკთან ერთად.

ექსპერტის პროგნოზი:

1. პლისკოვა მოიგებს სეტს
2. მატჩში ინება ტაიბრეიკი
3. 21.5-ზე მეტი გეიმი
4. მატჩში იქნება სამი სეტი
5. 23.5-ზე მეტი გეიმი
6. 30.5-ზე მეტი გეიმი
7. პლისკოვას +4.5 ფორა
8. პლისკოვა მოიგებს
9. ყველაზე შედეგიანი სეტის ტოტალი 10.5-ზე მეტი
10. ყველაზე ნაკლებ შედეგიანი სეტის ტოტალი 8.5-ზე მეტი

დასაწყისი თბილისის დროით: 17:00 საათი

spot_img
spot_img

პოპულარული

spot_img

უახლესი

spot_img

მსგავსი სიახლეები