კვირა, 25 თებერვალი, 2024

აზარენკა-კიზი: (ლოგიკური პროგნოზი)

spot_img

დღეს გველის საკმაოდ საინტერესო შეხვედრა აზარენკასა(16) და მედისონ კიზს(24) შორის.

აზარენკას წელს სამწუხაროდ 4-ჯერ მოუწია ტურნირიდან მოხსნა ხერხემლის ტრავმის გამო და არც თიხის საფარია მისთვის საუკეთესო, რადგან ტიტულების უმეტესობა მყარ საფარზე აქვს მოგებული თავისი კარიერის განმავლობაში. მანუგეშებელი ერთი ისაა მის შემთხვევაში რომ თავისივე განცხადებით ხერხემალი აღარ აწუხებს და სრულიად მწყობრშია. ვიკამ უკვე გაიარა ორი წრე ჯერ კუზნეცოვა დაამარცხა სამ სეტში რისთვისაც 2 საათი დაჭირდა, ხოლო შემდეგ დანიელი ვარსკვლავი ტაუსონი 7-5 6-4 მაგრამ აქაც 2 საათამდე მოანდომა მოგებას. დღეს კი მისი მეტოქე ბევრად აგრესიული კიზი იქნება.

მედისონ კიზი წელს არ გამოირჩეოდა არაფრით რაზეც მისი ბალანსიც მიგვანიშნებდა 3-6 ამ ტურნირამდე, მაგრამ როლან გაროსზე შედარებით მომზადებულია გამოსული და ორი წრე უკვე გაირა ჯერ დოდინთან (6-3 3-6 6-1), ხოლო შემდეგ უკვე ახალგაზრდა პერსპექტიულ ფერნანდესთან ორ სეტში(6-1 7-5). საერთო მაჩვენებელი კი გახლავთ დრო, რადგან ორივეს საათნახევარზე ცოტათი მეტი მოანდომა.

ლოგიკურად თუ შევაჯამებთ ამ შეხვედრას უნდა ვიხილოთ ბევრი გეიმი, რადგან ორივე სწრაფ და შემტევ ჩოგბურთს თამაშობს თან კიზს საკმაოდ ძლიერი დარტყმები აქვს აზარენკას წინა მეტოქეებისგან განსხვავებით. ისინი ერთხელ შეხვდნენ მაიამის ჰარდის საფარზე, სადაც პირველი სეტი 7-6 მორჩა აზარენკას სასარგებლოდ და სამწუხაროდ კიზმა ვეღარ შეძლო თამაშის გაგრძელება ტრავმის გამო და მოეხსნა.

ლოგიკური პროგნოზი:

  1. 19.5ზე მეტი გეიმი
  2. ყველაზე ნაკლებ შედეგიანი სეტის ტოტალი 8.5ზე მეტი
  3. 21.5ზე მეტი გეიმი
  4. 2.5ზე მეტი სეტი
  5. კიზი მოიგებს ერთ სეტს მაინც

დასაწყისი თბილისის დროით: 14:00 საათი

spot_img
spot_img

პოპულარული

Logicbet-ის დღის ბილეთი #1

Logicbet-ის დღის ბილეთი #1

Logicbet-ის დღის ბილეთი #2

Logicbet-ის დღის ბილეთი #1

Logicbet-ის დღის ბილეთი #2

spot_img

უახლესი

Logicbet-ის დღის ბილეთი #1

Logicbet-ის დღის ბილეთი #1

Logicbet-ის დღის ბილეთი #2

Logicbet-ის დღის ბილეთი #1

Logicbet-ის დღის ბილეთი #2

spot_img

მსგავსი სიახლეები