ორშაბათი, 24 ივნისი, 2024

ავსტრალია – რუსეთი: (ქალები, წყალბურთი)- ფანის პროგნოზი

spot_img

ოლიმპიადა ტოკიო 2020 წყალბურთი ქალები ავსტრალია – რუსეთი ავსტრალიელებმა ჯგუფურ ეტაპზე მესამე ადგილი დაიკავეს, მოაგროვეს რა 6 ქულა ჯამში. გუნდი საბოლოოდ გავიდა პლეიოფში და არც ისე ცუდი თამაშები გვაჩვენა მთლიანობაში. პირველ ტურში კანადელები დაამარცხეს 8-5, შემდგომ კი პირდაპირ კონკურენტ ნიდერლანდთან დრამატულ ბრძოლაში 15-12 გაიმარჯვეს. შემდეგ ესპანელებთან დათმეს 9-15, ხოლო შემდეგ აუტსაიდერ აფრიკას გადაურბინეს 14-1… ეს შედეგები კი არ მეტყველებს ნამდვილად გუნდის ცუდ სათამაშო ფორმაზე. რაც შეეხება რუსებს, მათაც მათ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს, მოაგროვეს რა 5 ქულა. პირველ ტურში მათ ჩინელებს სძლიეს 18-17, შემდეგ უნგრელებთან იყო საოცარი მატში რომელიც ფრედ დასრულდა 10-10…. უნგრეთი ამ თამაშში აშკარა ფავორიტად ითვლებოდა უნდა აღვნიშნო ესეც. შემდეგ რუსებმა წააგეს ამერიკელებთან პირწმინდად 5-18, რაც გასაკვირი ალბათ არავისთვის იყო. ამის შემდეგ კი მასპინძელი იაპონია დაამარცხეს 20-16… ამ თამაშში რაცაა გამოსაყოფი ესაა ავსტრალიის ნაკრების თამაში, რომელიც სქემატურად უფრო დაცვით სტილს მისდევს. ავსტრალიის ნაკრები მგონია ამ თამაშში უფრო დომინანტი და ტემპის შემთავაზებელი, რუსებს კი მოუწევთ საკმაოდ ყურადღებიანი თამაში და მათი შანსების მაქსიმალურად გამოყენება. ჩემი აზრით ეს თამაში ფრთხილი უნდა გამოდგეს. ეს პლეიოფია, სადაც თითოეულ შეცდომას ოქროს ფასი აქვს. ავსტრალიისგან ველი ბევრად პრაგმატულ თამაშს და არც რუსები უნდა იყვნენ ორინეტირებულნი გახსნილ თამაშზე. ისინი მათ შანსებს დაელოდებიან და ეცდებიან მათ გამოყენებას. რისკიანი, გახსნილი თამაში ორივე გუნდისგან ალოგიკური მგონია. ამ თამაშიდან შემოგთავაზებთ ტოტალის ნაკლებობას. ვფიქრობ 23-ჯერ ერთამანეთის კარი აიღონ გუნდებმა ჯამში ლოგიკას მოკლებულია თამაშის სქემიდან გამომდინარე.

 

კოკა კვერნაძის პროგნოზი:

  • ტოტალი 22,5< კოეფ: 1,45

დასაწყისი: 14:50 საათი

spot_img
spot_img

პოპულარული

spot_img

უახლესი

spot_img

მსგავსი სიახლეები